ერთადერთი ეგზემპლარი 1000 ცხენის ძალით
ერთადერთი ეგზემპლარი 1000 ცხენის ძალით

16.03.2015
ლუქს-ტიუნერის, Mansory-ს მიერ დამუშავებული ეს Mercedes S 63 Coupé ჩვეულებრივი გზებისთვის ნამდვილად საცოდაობაა , რადგან ზედმეტად ძვირფასი ავტომობილია იმისათვის, რომ ჩვეულებრივად გამოიყენო.

Mansory-ს ტიუნერებმა 5,5-ლიტრიანი V8-Biturbo ძრავის სიმძლავრე 585 ცხენის ძალიდან 1000 ცხენის ძალამდე ასწიეს. ზუსტი მონაცემები ასე გამოიყურება: 735 კვტ, ან 999,32 ცხენის ძალა! აქედან გამომდინარე იოლი წარმოსადგენია, როგორ გამოიყურება აჩქარებისა და მაქსიმალური სიჩქარის მონაცემები, მაგრამ მაინც დავკონკრეტდეთ: ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე რაკეტასავით, სულ რაღაც 3,2 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი, უსაფრთხოების ნორმების გამო 300 კმ/სთ-ზეა შეზღუდული. შედარებისთვის, სერიული ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ გახლავთ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მანქანა 2070 კილოგრამს იწონის.

Auto Bild

ტიუნერმა ასეთი სიმძლავრე, ანუ, დამატებითი 485 ცხენის ძალა საკუთარი M1000-Performance-Kit-ის მეშვეობით მიიღო. ცხადია, რომ აუცილებელი გახდა გადაბმულობისა და გადაცემათა კოლოფის ოპტიმიზაციაც.

ვიზუალზე ბევრს აღარაფერს ვიტყვით - შეგიძლიათ, თავად დაათვალიეროთ ფოტოები. დაკუთხული მაყუჩები სპეციალურად 1000-ცხენისძალიანი ძრავისთვის შეიქმნა, ხოლო Mansory-ს 22-დუიმიანი დისკები კი ასფალტზე ოპტიმალური მოჭიდების გარანტიაა. ტიუნერი პირობას დებს, რომ ეს ე.წ. Diamond Edition ერთადერთ ეგზემპლარად დარჩება, ფასზე კი არაფერს ამბობენ, თუმცა ჩვენ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი დაახლოებით 800 000-დან 1 000 000 ევრომდე ღირს.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე იხილეთ:

მერსედესს თავისი გმირი ფორმაში მოჰყავს: GL-ს GLS შეცვლის
Auto Bild

ბრაბუსმა S-კლასი კუპე დაამუშავა!
Auto Bild


ნამდვილი ამბავი იღბლიან ამერიკელზე
Auto Bild





Apple 40 წლისაა
თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები 3-4 წელიწადში "გაიჭედება"
„ტესლამ“ Model 3-ზე 24 საათში 115 ათასი შეკვეთა მიიღო

N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი

მატარებლის განრიგი

IMG
აფიშა


ჰოროსკოპი

TV პროგრამა

ვალუტა


Honda HR-V 30 $
Mercedes-Benz ML 55 AMG 5500 $

Hyundai Santa Fe 35 $
Nissan Fuga 60 $