ზაპოები
ზაპოები
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“ ის ფინია ძაღლს გავს, რომელსაც ეს ესაა, უკანა თათზე ფეხი დააბიჯეს, ან მანქანის ბორბალმა გადაუარა, ახლა კი კუთხეშია მიკუნჭული და ცდილობს, ყველას თავი შეაცოდოს. მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს – ჯანმრთელი რა იყო და ავადმყოფი ხომ მით უმეტეს არავის ჭირდება.

„ზაპოროჟეცი“ იყო და ყოველთვის იქნება განსაკუთრებული რაღაც მათთვის, ვისაც ეს ავტომობილი ოდესმე უნახავს. ესეც ერთ-ერთი მათგანია, ოღონდ მომაკვდავი, კუთხეში მიკუნჭული. მუდმივად დაცინვის ობიექტი და ვაი-მანქანად წოდებული „ზაპო“ მოდაში არასდროს ყოფილა, მაგრამ მის დანახვაზე ყველას როგორღაც თბილად ეღიმება ხოლმე.

Auto Bild

ეს ფოტო კი, თითქოს პასუხია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ზაპოს“ აფასებენ - მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა აღარავის ჭირდება. შეხედეთ, როგორ ამაყად გადმოყურებს გარემოს. „ზაპოსთვის“ ეს სიმაღლეც საკმარისზე მეტია. წინა „ზაპო“ კი ალბათ იფიქრებს, ზოგს რა ბედი აქვსო...
ლონდონში „ოქროს“ ავტომობილები დააჯარიმეს
Game of Thrones-ის ახალ სეზონზე 100 მილიონი დაიხარჯა
"პოპულუსი" - ქართული ეროვნული პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Chrysler New Yorker 1500 $
Opel Vectra 1250 $
იყიდება "გაზიკი" ბელარუსის ძრავათი, რაზდატკით,
ქირავდება ოპელ ვერტრა ფურგუნი 1.8