ახალი სორენტო სრული სვლით
ახალი სორენტო სრული სვლით
17.04.2015
იმისათვის, რომ ”კიას” ახალი მოდელით დაინტერესდე, მარტო ავტომობილის ტექნიკური მონაცემებისა და კომპლექტაციის შეთვალიერებაც საკმარისია. კორეელები უკვე დიდი ხანია, ევროპელ კონკურენტებს მიმზიდველი კომპლექტაციითა და საუკეთესო საგარანტიო პირობებით უწევენ კონკურენციას. კონკრეტულად ”კიამ” კი კორეული ახალი ავტომობილების ნაცნობ პლუსებს ახლო წარსულში ისიც დაუმატა, რომ ”აუდის” დიზაინერი გადაიბირა და მას მერე ყველა ”კია” სულ სხვა ”კია” გახდა - დიზაინის სენსაციური რევოლუცია 2010 წელს, მესამე თაობის Sportage-ით დაიწყო, ”პიკანტო-სერატოებით” გაგრძელდა და პროგრესი არ წყდება.

აპრილის დასაწყისში KIA MOTORS GEORGIA-მ ახალი Kia Sorento ტეს-დრაივისთვის დაგვითმო და ჩვენც მესამე თაობის ”სორენტო” საქართველოს გზებსა და უგზოობებზე გამოვცადეთ. ჩვენს განკარგულებაში იყო 7-ადგილიანი ეგზემპლარი დიზელის 2,2-ლიტრიანი V6 ძრავით, 193-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და high line კომპლექტაციით, რაც სრულ აღჭურვას გულისხმობს.

Auto Bild

ახალ ”სორენტოს” გამოცდები დარიალის ულამაზეს ხეობაში მოვუწყვეთ. ამ ტესტ-დრაივის დეტალურ მიმოხილვას ქართული AUTO BILD-ის მაისის ნომერში წაიკითხავთ, მანამდე კი შთაბეჭდილებებს მოკლედ გაგიზიარებთ: ეს არის თანამედროვე საოჯახო ავტომობილი, პოლიტკორექტული SUV, რომელიც თავისი ზომებისა და სიმძლავრის კვალობაზე სასიამოვნოდ ეკონომიურია ქალაქში, კომფორტული და პრაქტიკულია შორ გზებზე მგზავრობისას და თავს არც ცუდ გზებზე შეირცხვენს. ახალი ”სორენტო” კლასის შესაბამის მოთხოვნებს პირნათლად ასრულებს და, ტრადიციულად მიმზიდველია კომპლექტაციითა და 5-წლიანი გარანტიით.

ავტომობილის დეტალური ანალიზი იხილეთ ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მაისის ნომერში, რომელიც პირველ მაისს გამოვა.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto BildAuto Bild
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება
რომელ ქვეყნებში შევძლებთ უვიზოდ მიმოსვლას
რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მეორადი საბურავები ძალიან იაფად: Ford
Nissan Pathfinder 9399 $
შევისყიდი რუსულ ფაიფურის ფიგურებს. შეგიძლათ
ვყიდი ვიურტის ფირმის მანქანის სილიკონ