სად შევაკეთოთ მანქანა?
სად შევაკეთოთ მანქანა?
11.05.2015
ხელოსნების და ნაწილების მაღაზიებისა და სერვისცენტრების ბაზა ვებგვერდზე autobild.ge

სამწუხაროდ, ჩვენს ავტომობილებს ხშირად სჭირდებათ შეკეთება. გარდა იმისა, რომ ქართველებს ძირითადად ძველი ავტომობილები გვყავს, რომლებსაც ხშირად ჭირდებათ შეკეთება, შედარებით, ან სრულიად ახალ მანქანებსაც არცთუ იშვიათად უწევთ პერიოდული სერვისი.

იმის გამო, რომ კარგი ხელოსნების პოვნა არც ისე ადვილია და ქართველი მძღოლები ნაწილების შოვნის პრობლემის წინაშეც ხშირად ვდგებით, ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” ვებგვერდზე autobild.ge შეიქმნა ხელოსნების, ნაწილების მაღაზიებისა და სერვის-ცენტრების დიდი ბაზა, რომელშიც პირველ ეტაპზე თბილისის 400-მდე ობიექტია შეყვანილი.

autobild.ge-ს ავტოცნობარის მეშვეობით თითოეულ მძღოლს შეუძლია მოძებნოს სასურველი სერვისცენტრი, პროფილაქტიკა, ხელოსანი ან იმ ნაწილის მაღაზია, რომელსაც ეძებს.

autobild.ge-ს ავტოცნობარს აქვს მაქსიმალურად მოხერხებული საძიებო სისტემა - ძებნისას შესაძლებელია გაფილტრვა მარკის, მოდელის, სფეროს (რას აკეთებს, რას ყიდის) მიხედვით.

autobild.ge-ს ავტოცნობარში ყველა ობიექტი მონიშნულია თბილისის რუკაზე, რაც სასურველი პროფილაქტიკის, ხელოსნის თუ მაღაზიის მიგნებაში დაგეხმარებათ.

► თითოეულ ობიექტს აქვს რეიტინგის მინიჭების ფუნქცია - მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს თითოეული ობიექტი, რის შემდეგაც სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ, რამდენად კარგია ან რამდენად ცუდია ეს ობიექტი.

ავტოცნობარში ყველა ობიექტს მითითებული აქვს ტელეფონის ნომერი, რაც საშუალებას მოგცემთ, დარეკოთ და წინასწარ ჩაეწეროთ ამა თუ იმ ხელოსანთან, ან გაიგოთ, აქვთ თუ არა თქვენთვის სასურველი ნაწილი ამა თუ იმ მაღაზიაში და თუ აქვთ, რა ღირს ეს ნაწილი.

ავტოცნობარში ობიექტების დამატება უფასოა. ასე რომ, თუკი გამოგვიგზავნით საკონტაქტო ინფორმაციას და საქმიანობის აღწერას, ამ სიას თქვენი ობიექტი აუცილებლად დაემატება.

ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართია: autobild@palitra.ge
ან მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე: Auto Bild Georgia

ავტოცნობარის სანახავად დააჭირეთ აქ
დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება
რომელ ქვეყნებში შევძლებთ უვიზოდ მიმოსვლას
რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Lincoln Town Car 10000 $
მეორადი საბურავები ძალიან იაფად: Ford
Nissan Pathfinder 9399 $
ვაღდგენ დაზიანებულ ტორპედოებს და გახსნილ