რა უჭირს და რა ულხინს პირველი თაობის Mercedes ML-ს?
რა უჭირს და რა ულხინს პირველი თაობის Mercedes ML-ს?
15.05.2015
მოდა იქით იყოს და არსებობენ ისეთი ყველგანმავლები, რომელთა მეორადის რანგში შეძენისას მსურველი ყურადღებით უნდა იყოს . ერთ-ერთი ასეთი მოდელი კი პირველი თაობის Mercedes M-კლასია (ML), რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს ტექ-დათვალიერების ახალი რეპორტი (TUV-რეპორტი), სადაც პირველი თაობის საშუალო სტატისტიკური ML-ის შედეგები დღევანდელ რეალობაში, ანუ, მეორადის რანგში, ერთობ დამაფიქრებელია. მაშ ასე:

► Mercedes M-Klasse Typ W163 (1998-2005)
ML, რომელიც 1998-დან 2005 წლამდე (W163) იწარმოებოდა: 150-დან (230) 347 (55 AMG ცხენის ძალამდე; დღევანდელი ფასი: საშუალოდ 3700 ევრო; Euro-NCAP ქრაშტესტებში 4 ვარსკვლავი (2002); საშუალო გარბენი კილომეტრებში: 152 000 (8-9 წლის), 170 000 (10-11 წლის).

Auto Bild

ინტერიერში გამოყენებული მასალების ხარისხი ამ ავტომობილში თავიდან არცთუ ისე კარგი იყო, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2001 წლიდან გაუმჯობესდა. პოზიტიურია ის, რომ ML-ის სალონი დიდი სივრცით, კომფორტული სავარძლებითა და კარგი საბარგულით გამოირჩევა.

სულ თავიდან 4 უსაფრთხოების ბალიში (აირბაგი) და ABS იყო სერიული, 1998 წლის შუა თვეებიდან კი ESP-ც სერიულ კომპლექტაციაში შევიდა. M-კლასს 3,5 ტონამდე ტვირთის თრევა შეუძლია, მუდმივი სრული ამძრაობა და ელექტრონული Traction Control მისაღებ გამავლობას უზრუნველყოფენ.

ევროპაში მყიდველების უმრავლესობა 270 CDI-ს ანიჭებდნენ უპირატესობას, დღესდღეობით კი, ამ ვერსიის მეორადის რანგში ყიდვაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. 320 (218 ცხენის ძალით) უკეთესი არჩევანია, რადგან V8-ს შემთხვევაში საწვავის ხარჯი მაღალია.

Auto Bild

რა გამოდის მწყობრიდან?

კარის რეზინები სუსტია, იგივე ითქმის ლუქებზეც. ძველ ML-ებში სავარძლები არაა მყარი და დროთა განმავლოვაში ირყევა. ასევე ურევს ელ. შუშებიც. პირველ მოდელებში არც დამუშავება იყო კარგი. ჩარჩოზე ხშირად იწყებოდა კოროზია. ასევე პრობლემური იყო გადაცემათა ავტომატური კოლოფიც (განსაკუთრებით 400 CDI-ში)

Auto Bild

არც W163-ის სავალი ნაწილია სამაგალითოდ გამძლე. საკმაოდ ხშირია ხიდების, ამორტიზაციის და ზოგადად დაკიდების სისტემის პრობლემები.

M-კლასის სამუხრუჭე სისტემაში არცთუ იშვიათია კორიზიის (ჟანგვის) პრობლემა - ეს განსაკუთრებით ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ეგზემპლარებს ეხება და აქვე ისიც ვთქვათ, უმეტესობა სწორედ ავტომატიკაა. ხუთი წლის ასაკიდან საშუალო სტატისტიკური ML ”ზეთის ჭამას” იწყებს.

Auto Bild

დასკვნა
მწარე სიმართლეა, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი თაობის ”M-კლასი” ასაკში შესვლის შემდეგ ”მერსედესის” ლოგოს ისე აღარ იმსახურებს, როგორც უნდა იმსახურებდეს. მას ზედმეტად ბევრი სისუსტეები აღენიშნება. ასე რომ, სანამ შეიძენთ კარგად დაფიქრდით და კარგად შეამოწმეთ.
ბერნდ ფოლკენსი, AutoBild.de

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ჟურნალი "ფლეიბოი" იყიდება
თბილისი არქიტექტორების თვალით
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Suzuki Grand Vitara 65 $
BMW 330. 3800 $
Opel Vectra 8 $
Nissan Tiida 25 $