ჯადოსნური სათვალე მძღოლებისთვის BMW-სგან და ”მინისგან”
ჯადოსნური სათვალე მძღოლებისთვის BMW-სგან და ”მინისგან”
14.04.2015
SMS, ნავიგაცია, სისწრაფე - ამ სათვალით ყველაფერს გააკონტროლებთ

ეს სათვალე ბევრს ალბათ პირველი მფრინავების სათვალეს გაახსენებს, მაგრამ არა - ეს გახლავთ Mini-ს თანამედროვე, ტექნოლოგიური სათვალე. თუ როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე მძღოლის სათვალე, ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს საზოგადოება შანხაის ავტოშოუზე შეიტყობს, სადაც BMW-ს შვილობილი ”მინი” ახალი ტექნოლოგიის ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს.

Auto Bild

BMW-მ და Mini-მ ეს პროექტი ელექტრონიკის კონცერნ Qualcomm-თან ერთად შეიმუშავეს და ამ პროექტს Augmented Vision უწოდეს. ამ სათვალით მძღოლიო ხედავს მისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დაახლოებით ისე, როგორც ეს Head-up-დისპლეის შემთხვევაში ჩანს ხოლმე. ამ სათვალის მეშვეობით მძღოლს თვალწინ აქვს სისწრაფის მაჩვენებელი, ნავიგაცია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

Auto Bild

თავად ის ფაქტი, რომ BMW-მ ეს ახალი პროექტი მთლიანად ”მინის” გადასცა და სწორედ ”მინის” მეშვეობით ახდენს მის პრეზენტაციას, ნამდვილად არ არის დამთხვევა, რადგან ბავარიულ კონცერნში Lifestyle-ტენდენციებს სწორედ ”მინი” ამკვიდრებს. ამასთან, სათვალე სხვადასხვა დიზაინით გამოვა და მოდური აქსესუარიც იქნება. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან გახდება ხელმისაწვდომი BMW-სა და ”მინის” ეს ტექნოლოგიური სათვალე.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:

ეს BMW ხელის მოძრაობაზე რეაგირებს
Auto Bild

როგორ დადის BMW-ს ხარი?
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი საქართველოში
რატომ არის აკრძალული Kinder Surprise აშშ-ში?
ყველაზე ცნობილი საოჯახო ბიზნესი მსოფლიოში
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Hummer H2 22000 $
Mercedes-Benz G 400 150 $
Hyundai Sonata 12000 $
Audi A8 100 $