დიდი მუსტანგობა კალიფორნიაში (+ ფოტოგალერეა)
დიდი მუსტანგობა კალიფორნიაში (+ ფოტოგალერეა)
27.04.2015
კალიფორნიაში არსებობს გასართობი პარკი Knott's Berry Farm, სადაც უკვე 30 წელია , ყოველ გაზაფხულს იმართება ავტოკლუბ Fabulous Fords Forever გამოფენა.

ეს კლუბი “ფორდის” ყოფილმა თანამშრომელმა ჯონა პეპერმა დააფუძნა. პირველი შეკრების მიზანი ლეგენდარული “მუსტანგის” 50 წლის იუბილის აღნიშვნა იყო და ორგანიზატორებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენად პოპულარული შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ღონისძიება. პირველივე შეკრებაზე მარტო 500 “მუსტანგი” და ასობით სხვადასხვა Ford გამოიყვანეს. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ახალი კლუბი - Fabulous Fords Forever ოფიციალურად ჩამოყალიბდა.

Auto Bild

2015 წლის 19 აპრილის ღონისძიებაზე, 2000-ზე მეტი ავტომობილი იყო წარმოდგენილი. თავისთავად უმრავლესობას Mustang-ები წარმოადგენდენ, თუმცა “ფორდის” სხვა ლეგენდარული მოდელების (Cobra, Thunderbird, Bronco, Maverick, Edsel) ნახვაც არ იყო პრობლება. FFF კლუბის ღონისძიების მთავარი ხიბლი ისაა, რომ ავტომობილის წარმოდგენა მხოლოდ 45 დოლარი ღირს, ხოლო ტერიტორიაზე შესვლა და დათვალიერება საერთოდ უფასოა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთ გამოფენაზე მოხვედრას ყველა ნამდვილი ავტომოყვარული ისურვებდა.

გამოფენის გამორჩეული ავტომობილები იხილეთ ჩვენს გალერეაში.

იხილეთ ფოტოგალერეა:
►მუსტანგების შეკრება კალიფორნიაში

Auto Bild

Apple 40 წლისაა
თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები 3-4 წელიწადში "გაიჭედება"
„ტესლამ“ Model 3-ზე 24 საათში 115 ათასი შეკვეთა მიიღო
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 240 4600 $
Subaru Forester 3800 $
Nissan X-Trail 4700 $
VAZ 2106 800 $