რუსი ფეხბურთელი სასტიკ ავარიაში მოყვა (+ VIDEO)
რუსი ფეხბურთელი სასტიკ ავარიაში მოყვა (+ VIDEO)

08.05.2015
შემზარავი ვიდეო რუსეთის ქალაქ კრასნოდარიდან : რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი თავისი Nissan GT-R-ით სასტიკ ავარიაში მოყვა!

ფაქტია, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრ ანდრეი იეშჩენკოს ძალიან მაგარი მფარველი ანგელოზი ჰყოლია. ავარიის შემდეგ 550-ცხენისძალიანი სიმძლავრის მქონე Nissan GT-R გადასაგდები ჯართი გახდა, თავად იეშჩენკო კი, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, არ დაშავებულა და მანქანიდან დამოუკიდბელად გადმოვიდა.

Auto BildAuto Bild
ანდრეი იეშჩენკო კრასნოდარის "ყუბანში" თამაშობს, რუსეთის ნაკრებში კი 14 მატჩი აქვს ჩატარებული

კრასნოდარში გადაღებულ ვიდეოში ნახავთ, რომ იეშჩენკო დაახლოებით 170 კმ/სთ სისწრაფით ”მიფრინავდა”, რის შემდეგაც აი, ასეთი ავარია შეემთხვა, რამდენიმე წამის შემდეგ კი, განადგურებული ავტომობილიდან გადმოვიდა.

რუსული ინტერნეტპორტალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითმხილველთა თქმით 31 წლის ფეხბურთელი მთვრალი იყო. იეშჩენკო, რომელსაც რუსეთის ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, კრასნოდარის ”ყუბანში” თამაშობს. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მან ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო:
►რუსი ფეხბურთელი სასტიკ ავარიაში მოყვა

Auto Bild

facebook twitter twitter

ელფოსტა ბეჭდვა



ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი საქართველოში
რატომ არის აკრძალული Kinder Surprise აშშ-ში?
ყველაზე ცნობილი საოჯახო ბიზნესი მსოფლიოში

N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი

მატარებლის განრიგი

IMG
აფიშა


ჰოროსკოპი

TV პროგრამა

ვალუტა


Chrysler Grand Voyager 1500 $
Hyundai Sonata 12000 $

Toyota Land Cruiser 35 $
Audi A8 100 $