ავტომობილის წინა მხარე დიდწილად სედანის დიზაინის გამეორებაა. ცხაურას და სპორტულ ბამპერს C 450 AMG-დან ვიცნობთ. აი, კარების დიზაინიდან კი სედანისა და კუპეს დიზაინის გზები უკვე მკვეთრად იყოფა. ასე, მაგალითად, კუპეს შემთხვევაში გარეთა სარკეები უკვე კარის ფლანგზე ზის და არა ფანჯრის ჭრილის სამკუთხედზე.

ავტომობილის სილუეტი მაშინვე მის უფროს ძმას, Mercedes S-კლას კუპეს მოგაგონებთ. ეს განსაკუთრებით მანქანის უკანა მხარის დიზაინზე ითქმის - უფრო კონკრეტულად, უკანა მაშუქებზე, რომლებიც არაფრით ჰგავს სედან C-კლასის უკანა ფარებს.
აი, ძრავებს კი C-კლასი კუპე სწორედ სედანისგან მიიღებს - ისევე, როგორც ავტომატურ გადაცემათა კოლოფის (7G-Tronic). აღსანიშნავია, რომ C-კლასი კუპეს საბაზო ვერსია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაც იქნება ხელმისაწვდომი.


”მერსედესი” ახალ C-კლას კუპეს ოფიციალურად ნოემბრის ბოლოს წარმოადგენს - ცხადია, ველოდებით მის AMG ვერსიებსაც (C 450 AMG 4Matic, C 63 და C 63 S). ოდნავ მოგვიანებით გამოვა კაბრიოლეტიც, გაყიდვების სტარტი კი 2016 დასაწყისშია დაგეგმილი.
გაინტერესებთ, კიდევ რა მოდელების გამოშვებას გეგმავს მერსედესი ახლო მომავალში?
იხილეთ ფოტოგალერეა:
”მერსედესის” მომდევნო მოდელები 2022 წლამდე
