ორი G-კლასი და 1660 ცხენის ძალა
ორი G-კლასი და 1660 ცხენის ძალა
05.06.2015
რა კარგია, როცა ფული თავზესაყრელად გაქვს, არა? იყიდი ორ G-კლასს, მიუყვან Mansory-ს და Mcchip-dkr-ს და მოგვიანებით წამოიყვან ორ მონსტრს, რომელთაგან თითოეულს 800-ზე მეტი ცხენის ძალა აქვს.

უბრალოდ დროის ამბავია, მერე კი რომელიმე შეიხი დუბაიში ამ მონსტრით მოიწონებს თავს. ფოტოებზე ყველასათვის კარგად ნაცნობი Mercedes G63 AMG 6x6-ის გაველურებულ ვერსიას ხედავთ, რომელზეც ცნობილმა ტიუნერმა Mansory-მ იმუშავა. გარდა უაღრესად მდიდრული მოწყობისა, რომლითაც Mansory-მ წლებია, სახელი გაითქვა, ამ ვერსიაში ძალიან მნიშვნელოვანია სიმძლავრის მატება 544-დან 840 ცხენის ძალამდე.

Auto Bild

V8 ძრავის ბრუნის მაქსიმალური მომენტი თეორიულად 1200 ნიუტონმეტრზე მეტია, მაგრამ Mansory AMG 6x6-ში თავგადასავალი 1000-ზე მთავრდება - მხოლოდ იმიტომ, რომ აგრეგატი დაიზოგოს. ეს დამატებითი სიმძლავრე პირველ რიგში ახალი დგუშების დამსახურებაა. ამასთან, 8-ცილინდრიანმა ძრავამ ოპტიმირებული, სარბოლო ცილინდრების თავაკი მიიღო. გარდა ამისა, Mansory-ს შვილობილმა კომპანიამ, MC Motorenentwicklung GmbH-მ მანქანას სრულიად ახალი გამოსაბოლქვი სისტემა და კატალიზატორები უსახსოვრა.

თუკი სერიული ვერსია 0-დან 100 კმ/სთ-მდე 7,9 წამში ჩქარდება, ამას 7 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ზე ელექტორნულად იზღუდება. პრინციპში, 37-იანი დისკებით მეტი შეუძლებელი იქნებოდა. ”მერსედესი” სერიულ AMG 6x6-ში 350 000 ევროს ითხოვს, Mansory-ს ამ ვერსიის ფასი კი ორჯერ მეტია - ანუ, 700 000 ევრო.

820 ცხენის ძალა MC800 4x4-ში, რომელზეც Mcchip-dkr-მა იმუშავა

აი, ამას კი ერთი ხიდით ნაკლები აქვს, მაგრამ ეს ფაქტორი ხელს ოდნავადაც არ უშლის იმაში, რომ თითქმის იდენტური სიმძლავრე ჰქონდეს. ეს არის G 63 AMG 4x4-ის Mchcip-სეული ვერსია - ანუ, დიდი 6x6-ის პატარა ძმა.

Auto Bild

Mcchip-dkr-მა საქმეს ხელი იმისათვის მოკიდა, რომ სიმძლავრე თითქმის გაეორმაგებინა და მიიღო კიდეც 820 ცხენის ძალა და 1000-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი. Mcchip-dkr-ის პროფესიონალებმა V8 აგრეგატზე გულმოდგინედ იმუშავეს - აღსანიშნავია, რომ მოდიფიკაციები 5,5-ლიტრიან ძრავაზე განახორციელეს. აქვე ვთქვათ, რომ ღერძები 6x6 მოდელიდანაა აღებული.

იხილეთ ფოტოგალერეა:
G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
საქართველოში შესაძლოა, უკრაინული ЛАЗ-ების წარმოება დაიწყოს
შალვა ოგბაიძე - როგორ უნდა მოხდეს კავსაძე-ჭავჭავაძის კვეთაზე მოძრაობის ორგანიზება
ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan X-Trail 4800 $
Nissan X-Trail 4000 $
დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ თქვენთვის საინტერესო
Opel Vectra 900 $