ქალებს უყვართ კაბრიოლეტები...
ქალებს უყვართ კაბრიოლეტები...
09.06.2015
Forsa-ს მიერ მთელი ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად კაბრიოლეტის საჭესთან მსხდომი ქალები იზიდავთ, ქალებს კი პირიქით - მამაკაცები კაბრიოლეტებით. მართალია, დღეს ყველაზე მოთხოვნადი SUV-კლასის ავტომობილებია, მაგრამ კაბრიოლეტისადმი სიყვარული არ განელებულა - მით უმეტეს წელიწადის ამ დროს, ზაფხულში.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ქალებს უყვართ კაბრიოლეტები...
Auto Bild


10 116 გამოკითხულიდან 48 პროცენტმა განაცხადა, თუ ფლირტის ობიექტი ავტომობილის მიხედვით უნდა აირჩიოს, მაშინ უპირატესობას კაბრიოლეტის საჭესთან მჯდომ ქალს (ან, შესაბამისად, მამაკაცს) მიანიჭებს. კაბრიოები განსაკუთრებით ქალბატონებს უყვართ. მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ კაბრიოლეტი ყველა სხვა კლასის ავტომობილზე მეტად იწვევს თავისუფლების შეგრძნებას. ავტომობილი გადახდილი სახურავით ზრდის სიამოვნების ფაქტორს და მის მძღოლსაც და ყველას, ვინც მას შეხედავს, კარგ ხასიათზე აყენებს.

Auto Bild

აღსანიშნავია, რომ კაცებს უფრო მძლავრი ძრავების მქონე კაბრიოლეტები უყვართ, ქალებისთვის კი სიმძლავრე და ძრავის მოცულობა სულერთია - მათთვის მთავარი დიზაინია. ქალებს სათავისოდ ძირითადად კომპაქტური კაბრიოლეტები მოსწონთ - ისეთები, როგორებიცაა Peugeot 206 CC, 207 CC, VW Golf Cabrio ან Mercedes SLK. იმ დროს, როცა კაბრიოლეტის მფლობელ ყოველი მესამე მამაკაცი 2 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავას ირჩევს, ქალების უმრავლესობას მაქსიმუმ 2-ლიტრიანი ძრავის მქონე კაბრიო ჰყავს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ქალებს კაბრიოლეტები მართლაც განსაკუთრებით უხდებათ.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ფლირტის, თავისუფლების, კაბრიოლეტების დროა!
Auto Bild

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს
შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!
500 000-იანი პრემია-დანამატი ანუ მადა ჭამაში მოდის?!
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება 4 ცალი საბურავი ძალიან
Nissan X-Trail 4800 $
Mitsubishi i 2500 $
Volkswagen Passat 1400 $