ლენდ როვერი ჩინურად: ლენდ ვაინდი!
ლენდ როვერი ჩინურად: ლენდ ვაინდი!
30.06.2015
ბევრი აპროტესტეს, თუ ცოტა, ბრიტანელებმა თავისას ვერ მიაღწიეს და ჩინურმა LAND WIND-მა Range Rover Evoque-ის უტიფარი ასლის, Land Wind X7-ის გაყიდვის უფლება მიიღო.

Land Wind X7 ”ლენდ როვერის” ძვირფასი SUV-ის, Range Rover Evoque-ის იაფფასიანი ასლია - როგორც გარედან და შიგნიდან, ისე წინიდან, თუ უკნიდან. თვით წარწერის ფორმაც კი მოპარულია! თუმცა ამ ყველაფერს ფოტოებზეც კარგად დაინახავთ. საქმე ისაა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩინურმა მწარმოებელმა ამ მანქანის გაყიდვის უფლება მიიღო - ჩინეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა ”იაგუარ ლენდ როვერის” პროტესტი.

Auto BildAuto Bild
Auto BildAuto Bild

”ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, რომელმაც უკვე შელახა ჩინეთის რეპუტაცია. მე იმედი მქონდა, რომ ასეთი ასლების გაკეთება ჩინეთმა უკვე წარსულს ჩააბარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა,” - ეს ”იაგუარ ლენდ როვერის” შეფის, რალფ შპეთის სიტყვებია. მისივე თქმით, ეს ფაქტი დიდ ავტომწარმოებლებს უკარგავს იმის სტიმულს, რომ მსოფლიოში უდიდეს საავტომობილო ბაზარზე თავიანთი ახალი ტექნოლოგიები და დიზაინი შეიტანონ.

Auto BildAuto Bild
Auto Bild

”უბრალოდ უდიდესი იმედგაცრუებაა ის, რომ ჩინეთში ამგვარი ასლების გაკეთება გრძელდება. არადა, იყო დიდი წინსვლა მარკა Chery-ს სახით,” - უთხრა შპეთმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ყველაზე კომიკური ის არის, რომ გუანჯოუს 2014 წლის ავტოშოუზე ჩინურ Land Wind X7-ს და Range Rover Evoque-ს ერთად ჰქონდათ პრემიერა. სწორედ მაშინ დაიქადნა შპეთმა, რომ ჩინელებს უჩივლებდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, უშედეგოდ.

რაც შეეხება ფასს: ორიგინალის საწყისი ფასი 50 000 ევროა, ჩინური ასლი კი - 17 700 ევრო ღირს.

გაინტერესებთ, როგორი ავტომობილია ჩინური ასლი?

იხილეთ ვიდეო: Land Wind X7
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
დეპუტატების პენსია ხალხს მილიონები უჯდება
რომელ ქვეყნებში შევძლებთ უვიზოდ მიმოსვლას
რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
შევისყიდი რუსულ ფაიფურის ფიგურებს. შეგიძლათ
ვაღდგენ დაზიანებულ ტორპედოებს და გახსნილ
Lincoln Town Car 10000 $
მეორადი საბურავები ძალიან იაფად: Ford