ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
31.03.2015
გაიცანით ”კიას” სტუდიური მოდელი Sportspace

ეს უკანალი, თავისი ვიწრო ფარებითა და დიდი მაყუჩებით! შეიძლებოდა, ”ალფა რომეოსი” ყოფილიყო, არ მეთანხმებით? მაგალითად, შეიძლებოდა 156-ის ახალი ვერსია გამოსულიყო.

მაგრამ არა! სინამდვილეში ეს ”კიაა”! კორეული ბრენდი, რომელიც კლიენტებს ძირითადად დაბალი ფასით იზიდავს ხოლმე. ახლა კი, ხედავთ, სადამდე მივიდა ”კია” და რაოდენ სწრაფია კორეელთა პროგრესი? სახეზეა უდიდესი წინსვლა როგორც ტექნიკის, ისე ხარისხისა და, განსაკუთრებით დიზაინის თვალსაზრისით - სწორედ ამაში დაგვარწმუნა აქტუალურმა სტუდიურმე მოდელმა Sportspace-მა.

Auto Bild
Sportspace-ის საბურავების ზომა: 255/35 ZR 20 (Pirelli P Zero). ნამდვილად უხდება!

გასაგებია, რომ ეს არ არის სერიული ავტომობილი, არამედ ჟენევის ავტოშოუზე საჩვენებელი შოუქარია, მაგრამ იმდენად საინტერესო რამ არის, რომ გვერდს ვერ ავუვლიდით. ჰარმონიული პროპორციები, მძლავრი ტანი, მოხდენილი წყობა - ნუთუ მართლა ”კიაა”? თანაც, Sportspace არ არის პატარა ავტომობილი. 4,86-მეტრიანი სიგრძითა და 1,87-მეტრიანი სიგანით ის საკმაოდ დიდი ტიპია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”კიასგან” ეს ზომებიც ყურადსაღებია. თანაც, ისეთი მონდომებით ნამუშევარი ავტომობილია, რომ ჟენევაში ყურადღების ცენტრში მოექცა.

წინ წაბრტყელებული, ვეფხვის ცხვირი ”კიასათვის” დამახასიათებელი ცხაურით, უკან - მძლავრად წინ წაწეული D-საყრდენი, რომელიც ავტომობილის სილუეტს მოხდენილობას მატებს და საერთო ჯამში, ეს მანქანა სტილის თვალსაზრისით მართლაც ძალიან იტალიურია.

Auto Bild
კოკპიტი ძალიან მოხდენილი, მარტივი და ამავდროულად ფუნქციურია

Auto Bild

იგივე ეხება გემოვნებითა და მონდომებით შესრულებულ ინტერიერსაც. შეხედეთ საჭის ბერკეტებს და ავტომატიკის ბერკეტს ცენტრალურ კონსოლზე - პატარა, მშვენიერი დეტალები! დააკვირდით ტყავს, მასალებს და ალუმინის დეტალებს - ეს აბსოლუტურად თანამედროვე და თანაც, ძალიან კარგი მიდგომაა.

სავარძლები ხომ კარგად გამოიყურება, მაგრამ გვერწმუნეთ, გაცილებით კომფორტულია, ვიდრე ფოტოებზე ჩანს. ”კიას” დიზაინერებმა ორიგინალური რამ მოიფიქრეს საბარგულისთვისაც, სადაც იატაკზე ფოლადის ბურთულები ჩაამონტაჟეს, რომლებზეც ჩემოდანს გააგორებთ. თუ ფიქრობთ, რომ ჩემოდანი მანქანის მართვის დროს წინ და უკან იგორავებს, ცდებით: როგორც კი ავტომობილს დაქოქავთ, ბურთულები იატაკში იმალება და ბარგიც მყარად დევს. მართალია, ამ ყველაფერს სერიულ მოდელში ვერ ვნახავთ, მაგრამ მაინც - იდეა მშვენიერია.

Auto Bild
კარგი იდეა: ფოლადის ბურთულები საბარგულში, რომლებიც დაქოქვისთანავე იმალებაAuto Bild

სიტყვა ”სერიული” ვახსენეთ და აქვე ვთქვათ: მაინც რა შანსები აქვს Kia Sportspace-ს? ”კიას” წარმომადგენლები შანსებზე არ საუბრობენ, ჩვენ კი ვვარაუდობთ, რომ დიდი შანსია, ახალი Kia Optima დაახლოებით ასე გამოიყურებოდეს. ერთი სიტყვით, დიზაინერებმა თავიანთი საქმე ხუთიანზე გააკეთეს, დანარჩენი კი ინჟინრებისა და კომპანიის შეფების გადასაწყვეტია. ფაქტი ერთია: ”კია” გვპირდება, რომ კორეელებს მომდევნო მოდელებში, ძრავებისა და სავალი ნაწილის კუთხითაც დიდი ტექნიკური ამბიცია ექნებათ. ასე რომ, შეიძლება მალე დადგეს ის დრო, როცა საუკეთესო ”ალფა რომეო” კორეული იქნება...

დასკვნა
”ალფა რომეოა”... თითქმის... ყოველ შემთხვევაში, Kia Sportspace-ის დიზაინი ძალიან იტალიურია. დაუმატეთ ამას კორეული ავტომობილებისთვის დამახასიათებელი კომპლექტაცია, ხანგრძლივი გარანტია და მიხვდებით, რატომ უნდა დაველოდოთ კორეიდან ახალ ავტომობილებს დიდი ინტერესით.
დირკ ბრანკე

Auto Bild
”კიას” სტუდიური მოდელი, რომელიც ავტოსაზოგადოებამ ჟენევაში იხილა, მართლაც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი საქართველოში
რატომ არის აკრძალული Kinder Surprise აშშ-ში?
ყველაზე ცნობილი საოჯახო ბიზნესი მსოფლიოში
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda CR-V 40 $
ქირავდება ნებისმიერი სპეცტექნიკა, ვართ შპს
Mitsubishi Pajero IO 40 $
Mercedes-Benz C 180 8 $