მერსედესის ახალი მონსტრი (+ VIDEO)
მერსედესის ახალი მონსტრი (+ VIDEO)
19.03.2015
ჟენევის ავტოშოუზე ”მერსედესმა” წარმოგვიდგინა თავისი ახალი მონსტრი V8 ძრავით და 422 ცხენის ძალით

მეგობრებო, ვინმეს თოკის კიბე არ გაქვთ? ვისაც ახალ Mercedes G 500 4x4-ში ჩაჯდომა უნდა, კარგად ცოცვა უნდა შეეძლოს. თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია: რატომ არ უნდა სჭირდებოდეს მძღოლს ცოცვა, როცა თავად ავტომობილის ცოცვისა და კლდეზე ძრომიალის ოსტატია? ”ამაზე მეტი და უკეთესი G შეუძლებელია!” - მეუბნება ”მერსედესის” ტესტ-დრაივერი ერვინ ვონიში, რომელიც ”ბენცში” იმ დროიდან მუშაობს, შტუტგარტელებმა პირველი ”G-კლასი” რომ გამოუშვეს და დასძენს: ”ამაზე უკეთ უგზოობაზე არცერთი სხვა ”G-კლასი” არ დადის!” საკმარისია, მანქანაში აძვრე და საჭესთან მოთავსდე, რომ თავი მაშინვე ლეგენდარული ალპინისტი, რაინჰოლდ მესნერი გეგონება და წარმოიდგენ, რომ ევერესტზე ხარ.

Auto Bild
45-სანტიმეტრიანი კლირენსი შთამბეჭდავია

ეს 2,25-მეტრიანი ურჩხული ქვაღორღზე ისე მიცოცავს, მიბობღავს და დააბოტებს, რომ მიუჩვეველ მძღოლს ხშირად შეეკვრება სუნთქვა. 18-დუიმიან დისკებზე დაყენებული სპეციალური ოფროუდ-საბურავები ამ მანქანისთვის იგივეა, რაც მეტყევისთვის ხარისხიანი ყელიანი ფეხსაცმელი. ყველგანმავლისთვის აუცილებელი დამადაბლებელი გადაცემითა და სამი ბლოკირებით ეს ბენზი უგზოობისთვის იდეალურადაა მომზადებული. შესაბამისად, იქ, სადაც სხვა ყველგანმავლებს არ მიესვლებათ, ახალი G 500 ისე გადადის, მუცელზე არაფერი ეხება. ეს პორტალური ხიდების დამსახურებაა - ტექნიკის, როგორსაც აქამდე მხოლოდ Unimog-იდან და მონუმენტური სამხიდიანიდან, G 6x6-დან ვიცნობდით. თანაც, ავტომობილის იატაკიდან მიწამდე მთელი 45 სანტიმეტრია!

Auto Bild
ეს არის საუკეთესო ყველგანმავალი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს

ის ფაქტი, რომ ეს G-ლასი უგზოობაზე საზღვრებს არ ცნობს და საჭიროების შემთხვევაში 1 მეტრი სიღრმის ტბაშიც გაივლის, ნამდვილად შთამბეჭდავი ამბავია, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, სენსაცია არ არის, რადგან შვაბებმა 36 წლის წინათ ეს მანქანა სწორედ ამისათვის შექმნეს და G-კლასი გამავლობის მაღალი ხარისხით ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა. გამავლობაზე მეტად ეს მანქანა იმით გვაოცებს, რომ კარგ გზაზე დგას ძალიან მყარად. ბევრი არ დაიჯერებს და ტრასაზე გაცილებით უკეთესად იქცევა, ვიდრე G-კლასისგან ველოდით.

Auto Bild

ავტობანზე 200 კმ/სთ-ს ისე ავითარებს, თითქოს ტაკისებრ მანქანაში კი არა, ახალ GLE Coupe-ში ვისხდეთ. და მაინც რამდენს წვავს ამ დროს? ”წარმოდგენა არ მაქვს!” - მეუბნება ტესტ-დრაივერი ვონიში. საწვავის ხარჯი 20 ლიტრზე მეტი ნაღდად იქნება. თუმცა ეს სულერთია, რადგან ამ ავტომობილის მფლობელს უეჭველად საკუთარი ჭაბურღილი ექნება. ”მერსედესის” მონსტრის ამძრაობას ახალი V8 ძრავა უზრუნველყოფს, რომელიც ამ მანქანამ სუპერსპორტული ავტომობილისგან, AMG GT-სგან მიიღო. 422 ცხენის ძალა და 610-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი ყველაფერზე გასაგებად მეტყველებს.

Auto Bild
საწვავის ხარჯი 20 ლიტრზე მეტია, მაგრამ ეს ამ ავტომობილის შეძენის მსურველთათვის აბსოლუტურად სულერთია.

”მერსედესში” თავდარეჯებულად ამბობენ, რომ მხოლოდ შოუსთვის არ შეუქმნიათ - ამას ”G-კლასის” განყოფილების ხელმძღვანელი გუნარ გიუთენკე მეუბნება. მხოლოდ შოუსთვის რომ შეექმნათ, 4 ეგზემპლარს არ გააკეთებდნენ და ესეც რომ არ იყოს, სადაც ”მერსედესმა” სამხიდიანი ვერსიის 150 ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო, ცხადია, რომ ”ერთი ორი” შეიხი ამ მოდელითაც აღფრთოვანდება.

...და რა ღირს? რაკი ოფიციალურად არაფერს გვეუბნებიან, მოდით, სამხიდიანი ვერსიის ფასს ერთი მესამედი მოვაკლოთ. მივიღებთ დაახლოებით 300 000 ევროს. ვინც ამას იყიდის, თოკის კიბე უნდა აჩუქონ...

Auto Bild

დასკვნა
ეს მანქანა განუმეორებლად დაბობღავს, უდიდესი კლირენსი აქვს და ავტობანზე ჯირითიც შეუძლია. ფაქტია, რომ ამ ”G-კლასს” ძირითადად მხოლოდ შეიხები იყიდიან - მათთვის 300 000 ევრო მზესუმზირის ფულია...
თომას გაიგერი

Auto Bild
ლაშქრობა G-კლასით: AUTO BILD-ის ავტორი თომას გაიგერი ”მერსედესის” ახალი მონსტრთან

Auto Bild
ტრადიციული კოკპიტი: G-კლასი 36 წლისაა, მაგრამ მაინც ახალია

Auto Bild
Auto Bild
ჟირაფი მერსედესის ლოგოტიპით: კლირენსის გაზრდა პორტალური ხიდების დამსახურებაა

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild


იხილეთ ვიდეო: ახალი Mercedes G 500 4x4-ის ტესტდრაივი




ასევე იხილეთ:

ერთადერთი ეგზემპლარი 1000 ცხენის ძალით
Auto Bild

ასე წარმოუდგენია მერსედესს მომავალი (+ VIDEO)
Auto Bild

S-კლასი კუპე ბრაბუსისგან
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე გაცვალეს
შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!
500 000-იანი პრემია-დანამატი ანუ მადა ჭამაში მოდის?!
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Daihatsu Terios 1850 $
Mitsubishi i 2500 $
Nissan X-Trail 4800 $
იყიდება OPPLE-ს განათება. ფასი 20