მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
მეორადები: რამდენად გამძლეა Volvo XC90?
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა , რომლის აღდგენასაც ახლა პირველი თაობის XC90 ცდილობს

პირველი თაობის Volvo XC90, რომელიც 2002-დან 2014 წლამდე იწარმოებოდა, შვედური კომპანიის დილერთა ეზოებში სპილოსავით დგას, მაგრამ მალე ეჩვევიან და უყვარდებათ კიდეც, რადგან ეს მანქანა მეორადის რანგშიც ძალიან კარგად იყიდება. გამყიდველი ამბობს, ამ მანქანის მსურველები დიდად არ გვევაჭრებიან ხოლმეო.

Auto Bild

მეორე თაობის მოდელი წარმოების დაწყებიდან 12 წლის შემდეგღა გამოვიდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ XC90 ძალიან წარმატებული მოდელი გამოდგა. ამ 12 წლის განმავლობაში შვედებმა თითქმის 620 000 ეგზემპლარი გაყიდეს. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, მისი წარმატებულობის დასამტკიცებლად ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2014 წელს AUTO BILD-მა ეს მოდელი მეორადი გაყიდვების ჩემპიონად დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ SUV-კლასის სეგმენტში გაუფასურების ყველაზე დაბალი, ანუ, ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.

კონკრეტულად ეს ეგზემპლარი კი ძველი D5-ია, რომელიც 2004 წლის დეკემბერში დაიბადა. გარეგნულად კარგად გამოიყურება, 180 000 კილომეტრი აქვს გავლილი და 8000 ევრო ღირს. ეს არ არის პატარა თანხა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სრულყოფილი პრემიუმ-კომპლექტაცია აქვს და ეკონომიური Diesel D5-ია, ეს მშვენიერი კომბინაციაა. მართალია, 2,2-ტონიანი ავტომობილი ბენზინის ძრავებითაც გამოდიოდა, მაგრამ 5, 6 ან, მით უმეტეს 8-ცილინდრიანი ძრავების შემთხვევაში, საწვავის ხარჯი აუტანლად მაღალი იყო.

Auto Bild
მაღალია და მძიმეწონოსანი, რის გამოც მოსახვევებში სწრაფად შესვლა არ უყვარს

შესაბამისად, ბენზინისძრავიან ეგზემპლარებს მხოლოდ ისეთებს ვურჩევთ, ვინც ბევრს არ დადის. აი, 2,4-ლიტრიანი და 5-ცილინდრიანი დიზელის ძრავა კი, რომლის სიმძლავრე შეიძლება იყოს 163, 185 ან 200 ცხენის ძალა, გაცილებით ეკონომიური და შესბამისად, მისაღებია. უაღრესად ტევადი სალონითა და მაქსიმუმ 7 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობით ეს ავტომობილი შორ გზაზე სამგზავროდ ძალიან კარგი არჩევანია. ისეთი მფლობელისთვისაა განკუთვნილი, ვისაც კომფორტი უყვარს და მობრუნების უდიდესი რადიუსის გამო არ იწუწუნებს. დიდი ქალაქისთვის ეს მანქანა ზედმეტად დიდია და არც ხილვადობა აქვს მაინცდამაინც კარგი.

Auto Bild
180 000-კილომეტრიანი გარბენი სალონს ოდნავ დაეტყო - ეს ”ვოლვო” ღირსეულად ბერდება

დამაინც: რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა პირველი თაობის XC90-ის შეძენა? საერთო ჯამში ტექნიკა ნამდვილად სოლიდურია, თუმცა ისეც ხშირად ხდება ხოლმე, რომ უკანა დიფერენციალები ”ჭედავენ”. ასეთ შემთხვევაში კი სრულ ამძრაობაში სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რაც იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. მისთვის დამახასიათებელი პრობლემაა სავალი ნაწილის მილისებიც (”ვტულკები”), რაც ისედაც დიდი SUV-ების სახასიათო ტკივილია, რადგან მძიმე წონასთან გვაქვს საქმე. მოვლა და მოფრთხილება უნდა ავტომატურ გადაცემათა კოლოფსაც - თუ ზედმეტ სიხისტეს ამჩნევთ, პირველ რიგში გადაცემათა კოლოფის ზეთი უნდა გამოცვალოთ.

სხვამხრივ, ეს ავტომობილი ძვირადღირებულ სიურპრიზებს თითქმის არ შემოგთავაზებთ. რაც მთავარია, ეს დიდი შვედი ჟანგს არ ცნობს, კოროზიას არ იკარებს. ძრავები, კარგი მოვლისა და კბილანა ღვედის დროულად გამოცვლის შემთხვევაში, დიდხანს ცოცხლობენ - რესურსი მინიმუმ 300 000 კილომეტრია, ისე კი, გაცილებით მეტიც. სამწუხაროდ, ხშირია გარბენის ჩამოყრის შემთხვევები, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ისტორია აუცილებლად კარგად უნდა შეამოწმოთ.

Auto Bild
უკანა ფარები 2006 წელს გამოუცვალეს. 5-ცილინდრიანი დიზელის რესურსი მინიმუმ 300 000 კილომეტრია. 2006 წლამდე გამოშვებული დიზელების სტანდარტი ევრო 3-ია

რაც შეეხება მუხრუჭებს: წინა სამუხრუჭე დისკები მინიმუმ 80 000 კილომეტრს ძლებს. ელექტროობაც გამძლეა - თითო ოროლა შემთხვევაში ერთი-ორი მაჩვენებელი შეიძლება ჩაქვრეს, გამოცვლით და პრობლემაც აღმოიფხვრება. სამაგიეროდ, ამ მოდელშიც შენარჩუნებულია ”ვოლვოსთვის” დამახასიათებელი და ზოგადად ამ კლასის მინუსი: სერვისიც ძვირია და სათადარიგო ნაწილებიც. ასე რომ, თუ ამაზე ხელს მოაწერთ, ამ შემთხვევაში, პირველი თაობის XC90-ის სახით ხეირიან და მოხდენილ მანქანას მიიღებთ.

სრულყოფილი SUV

როცა შვედებმა თავის დროზე XC90-ზე მუშაობა დაიწყეს, SUV-კლასის ავტომობილებში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. ეს მომხმარებლებისთვის ძალიან კარგია, რადგან ბევრი ნაწილი (გარდა ბუნიკებისა) დიდი მონდომებით, ძალიან კარგადაა შესრულებული. ამრიგად, შეიქმნა არა მსუბუქი, სამაგიეროდ, საკმაოდ გამძლე ”ვოლვო”. ვინც ამ ავტომობილს შეიძენს, დაახლოებით 6 000 ევროდ მიიღებს მრავალმხრივ მანქანას ჟანგისა და სერიოზული პრობლემების გარეშე. მიუხედავად ამისა: პირველი მოდელები 12 წლისანი არიან და ცვეთით გამოწვეული შეკეთებები მაინც გარდაუვალია. ვინც ასეთი ეგზემპლარების ისტორიას კარგად შეისწავლის, ფულსაც დაზოგავს.

Auto Bild
Auto Bild
დასკვნა
”ვოლვო” ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორიც XC90-ია: უნდა ძლებდეს დიდხანს, უკვდავი დიზაინი უნდა ჰქონდეს, ტევადი უნდა იყოს და უსაფრთხოც, ოჯახს ძალიან დიდხანს და ბეჯითად უნდა ემსახუროს. სერვისი ძვირია და ნაწილებიც ძვირად ფასობს, მაგრამ გაუფასურება არ ემუქრება.
მალტე ბიუტნერი

Volvo XC90-ის ალტერნატივები

Auto Bild
Mercedes M-Klasse W 164 - AUTO BILD-ის რჩევა: ML 320 CDI, საწვავის ხარჯი: 10,9 ლ. D.

Auto Bild
BMW X5 E53 - AUTO BILD-ის რჩევა: X5 3.0 D, საწვავის ხარჯი: 11,4 ლ. D

Auto Bild
VW Touareg - AUTO BILD-ის რჩევა: 3.0 V6 TDI DPF, საწვავის ხარჯი: 11,0 ლ. D
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ლონდონში „ოქროს“ ავტომობილები დააჯარიმეს
Game of Thrones-ის ახალ სეზონზე 100 მილიონი დაიხარჯა
"პოპულუსი" - ქართული ეროვნული პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Agila 2500 $
Chrysler New Yorker 1500 $
Mazda Atenza 2600 $
იყიდება ჰარლის "სიდენია"