ტესტები

გაცხარებული ცხვრები, ძმები ავეოები

დეტ­რო­იტ­შიც და კო­რე­ა­შიც, სა­დაც General Motors-ი მე­ო­რე ფე­ხით დგას, მიხ­ვ­დ­ნენ, რომ მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით «შევ­რო­ლეს» ბეს­ტ­სე­ლე­რი­ა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და შე­ეც­ვა­ლათ, გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ, რად­გან ის ფაქ­ტო­რი, რაც ძველ «ა­ვე­ოს» ასე კარ­გად ყიდ­და - სი­ი­ა­ფე - აღარ არის საკ­მა­რი­სი
«შევ­რო­ლემ» ორი­ვე ახა­ლი «ა­ვე­ო», ჰეჩ­ბე­ქი­ცა და სე­და­ნიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად წარ­მო­ად­გი­ნა და ჩვენც, ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი საქ­მე­ში ვნა­ხეთ
ახალი «ავეო» მარტო გარეგნულად როდი დაიხვეწა. მთლიანად შეიცვალა და გაუმჯობესდა სალონიც. ცენტრალური კონსოლი უფრო დახვეწილი და მიმზიდველია. ვიზუალურად მაჩვენებელთა დაფაც მოგვწონს, მაგრამ ეს უფრო მცირელიტრაჟიანის სტილია და «ავეოს» არ შეეფერება. უმეტესად ისევ პლასტმასია გამოყენებული, მაგრამ ხარისხი ამაღლდა
არ გჯერათ, რომ ეს «ავეოა»? თავიდან ჩვენც ვერ ვიჯერებდით. საბარგული ახლა უკვე 520-ლიტრიანია!
სედანის დარად, ჰეჩბექიც მთლიანად გამოიცვალა და მისგან განსხვავებით, ჰეჩს კიჩოს დიზაინიც აგრესიული აქვს
აი, ასე თავისუფლად მოთავსდებით ჰეჩბექ «ავეოს» უკანა სავარძელზე. ცხადია, სედანში უფრო მეტი სივრცეა. თუმცა ჰეჩბექის უკანა სავარძელზე ორზე მეტი ადამიანი გრძელ გზაზე თავს მაინც არაკომფორტულად იგრძნობს
გაიზარდა ჰეჩბექ «ავეოს» საბარგულის მოცულობაც და ახლა უკვე 290 ლიტრს შეადგენს, რაც შედარებით ძვირადღირებულ «ფოლკსვაგენ პოლოზე» (270 ლ) უკეთესი მაჩვენებელია
ახალ «ავეოში» გაცილებით მეტი პრაქტიკული სათავსოა
ჰეჩბექის უკანა კარი ახლა სწორედ ასე იღება: საინტერესო გადაწყვეტაა, ორიგინალური
 

დეტროიტში, დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მხოლოდ სიიაფე საკმარისი არ არის. შესაბამისად, «სპარკის» შემდეგ, «შევროლემ» ახალ «ავეოებსაც» ბრაზიანი გამომეტყველება მიანიჭა და ამასთან, ჰეჩბექიცა და სედანიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. General Motors-ის დახმარებით, ჩვენც მოგვეცა იმის საშუალება, რომ ახალი «ავეოები» საქმეში გვენახა. ავტომობილები, რომლებიც «შევროლეს» სამოდელო რიგიდან საქართველოში ყველაზე უხვად იყიდება, ბუდაპეშტში გავტესტეთ

 

ცხვა­რი ცხვა­რი­ა, მაგ­რამ, თუ გაცხარ­და, ცხა­რეაო - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ? ჰო­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სწო­რედ გაცხა­რე­ბულ ცხვრებ­თან გვაქვს საქ­მე. დეტ­რო­იტ­შიც და კო­რე­ა­შიც, სა­დაც General Motors-ი მე­ო­რე ფე­ხით დგას, მიხ­ვ­დ­ნენ, რომ მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით «შევ­რო­ლეს» ბეს­ტ­სე­ლე­რი­ა, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უნ­და შე­ეც­ვა­ლათ, გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ, რად­გან ის ფაქ­ტო­რი, რაც ძველ «ა­ვე­ოს» ასე კარ­გად ყიდ­და - სი­ი­ა­ფე - აღარ არის საკ­მა­რი­სი და თან, «შე­ვის» ბო­სებს უნ­დათ, რომ ეს მო­დე­ლი ერ­თი კლა­სით ამაღ­ლ­დეს. ამ­რი­გად, «შევ­რო­ლეს» გლო­ბა­ლურ სა­მო­დე­ლო რიგ­ში, «კრუ­ზის» და პა­ტა­რა «სპარ­კის» შემ­დეგ, «ა­ვე­ოს» რი­გიც დად­გა. «შევ­რო­ლემ» ორი­ვე ახა­ლი «ა­ვე­ო», ჰეჩ­ბე­ქი­ცა და სე­და­ნიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად წარ­მო­ად­გი­ნა და ჩვენც, ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი საქ­მე­ში ვნა­ხეთ.

«ა­ვე­ოს» მე­ო­რე თა­ო­ბა გა­ყიდ­ვა­ში სექ­ტემ­ბ­რი­დან გა­მო­ვა და რო­გორც ახალ სე­დანს, ისე ახალ ჰეჩ­ბექს, ცხა­დი­ა, «შევ­რო­ლეს» თბი­ლი­სის ცენ­ტ­რ­შიც ვი­ხი­ლავთ და თუ ფიქ­რობთ, რომ ახა­ლი «ა­ვე­ო» ისევ ბუნ­ჩუ­ლა, მშვი­დი და უპ­რე­ტენ­ზიო Budget Car-ია, ძა­ლი­ან ცდე­ბით. მე­ო­რე თა­ო­ბის ძმე­ბი «ა­ვე­ო­ე­ბი» გაცხა­რე­ბულ ცხვრებს გვა­ნან - სე­და­ნიც და ჰეჩ­ბე­ქიც არა მარ­ტო ზო­მებ­ში გა­ი­ზარ­დ­ნენ, არა­მედ, სა­ლონ­სა თუ სა­ბარ­გულ­ში უფ­რო მე­ტი სივ­რ­ცეც მი­ი­ღეს, უფ­რო ეკო­ნო­მი­უ­რე­ბი და უსაფ­რ­თხო­ნი გახ­დ­ნენ, სე­რი­უ­ლად და­ე­მა­ტათ არა­ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ოფ­ცია და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი­ა, საკ­მა­ოდ ბრა­ზი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბაც მი­ი­ღეს. ასე რომ, მორ­ჩა, «ა­ვე­ოს» მი­ა­მი­ტი ცხვირ­-პი­რი წარ­სულს ჩა­ბარ­და და «შევ­რო­ლე» ამ მო­დე­ლით უკ­ვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უტევს ისეთ კონ­კუ­რენ­ტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა - Hyundai i20, Renault Clio, Volkswagen Polo და მი­სი­ვე უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი Opel Corsa.

 

რო­გორ გაცხარ­დ­ნენ ცხვრე­ბი 

რო­გორც ზე­მო­თაც ვთქვით, მი­ა­მი­ტი სა­ხე სპორ­ტულ­მა იერ­მა შეც­ვა­ლა. გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას უმ­თავ­რე­სი დე­ტა­ლი ყო­ველ­თ­ვის თვა­ლე­ბი­ა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ფა­რე­ბი და «ა­ვე­ოს» სა­ხე ბრა­ზი­ა­ნი რომ გა­უხ­და, ეს სწო­რედ წი­ნა ფა­რე­ბის ახა­ლი დი­ზა­ი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ორ­-ო­რი მრგვა­ლი თვა­ლი თი­თო ფარ­ზე და დაბღ­ვე­რი­ლო­ბა - ახა­ლი «შე­ვი ავე­ო» უკ­ვე «ჰე­ვი ავე­ო­ა». მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაა ზო­მებ­შიც: ჰეჩ­ბე­ქი სიგ­რ­ძე­ში 4.04 მეტ­რი­ა, რი­თაც წი­ნა­მორ­ბედ­ზე 12 სან­ტი­მეტ­რით გრძე­ლი გა­მო­დის, სა­ბუ­რა­ვე­ბის ბა­ზა კი 4 სან­ტი­მეტ­რით გა­ე­ზარ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და კი­დევ იმის გა­მო, რომ «შევ­რო­ლეს» დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ბე­ჯი­თად იმუ­შა­ვეს, სა­ლონ­ში ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სივ­რ­ცე­ა. ჰეჩ­ბე­ქის სა­ლო­ნის წი­ნა ნა­წილ­ში მა­ღა­ლი მძღო­ლი და მგზავ­რიც კომ­ფორ­ტუ­ლად მო­თავ­ს­დე­ბი­ან, ამ მხრივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სია უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლებ­ზე ჯდო­მის დრო­საც. ამას­თან, ჰეჩ­ბე­ქის სა­ბარ­გუ­ლი უკ­ვე 290 ლიტ­რი­ა, რი­თაც, ასე გან­სა­ჯეთ, VW Polo-ზე (270 ლიტ­რი) უკე­თეს შე­დეგს აჩ­ვე­ნებს.

აი, სე­და­ნი «ა­ვე­ოს» შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, «შევ­რო­ლემ» იმ­დე­ნად დი­დი სი­ურ­პ­რი­ზი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, რომ გახ­ს­ნი­სას, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­ო­ცე­ბის­გან პი­რი და­ვა­ღეთ: სე­დან «ა­ვე­ოს» სა­ბარ­გუ­ლი 520-ლიტ­რი­ა­ნი­ა! ძვე­ლი სე­და­ნის სა­ბარ­გუ­ლი კი 400-ლიტ­რი­ა­ნი იყო...

 

კორ­სას ნა­თე­სა­ვი შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სა­თა­მა­შო­თი 

ერ­თი კლა­სით ამაღ­ლე­ბის ამ­ბი­ცია «შევ­რო­ლემ» «ა­ვე­ო­ებ­ში» სა­ლონს, მის დი­ზა­ინს, სა­ვარ­ძ­ლებს და მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხ­საც და­ატყო. სა­ვარ­ძ­ლე­ბი ახ­ლა უკ­ვე გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი, ოდ­ნავ სპორ­ტუ­ლი და მყა­რი­ა. ზო­გი­ერთ დე­ტალ­ში კი აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა ის, რომ «ა­ვე­ო» «ო­პელ კორ­სას» ახ­ლო ნა­თე­სა­ვი­ა: სა­ჭის ღი­ლა­კე­ბი, ფა­რე­ბის ჩამ­რ­თ­ვე­ლე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, უფ­რო მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის ამ­ბი­ცია არ და­ეტყო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა და­ფას, რო­მე­ლიც კო­რე­ა­ში და­ბა­დე­ბულ­მა დეტ­რო­ი­ტელ­მა მცი­რე­ლიტ­რა­ჟი­ა­ნი Chevrolet Spark-ისგან პირ­და­პირ და შე­უც­ვ­ლე­ლად მი­ი­ღო. თუ­კი ძველ «ა­ვე­ოს» ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სე­რი­ო­ზუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა და­ფა ქონ­და, ახ­ლის დი­ზა­ი­ნი და ფორ­მე­ბი მო­ტო­ციკ­ლის სტილ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. მარ­თა­ლი­ა, მაჩ­ვე­ნე­ბელ­თა და­ფა მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლია და კარგად შეხამებული ფე­რე­ბით ანა­თებს, მაგ­რამ თუ­კი ყვე­ლა­ფერ­ში მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის­კენ ქონ­დათ გე­ზი აღე­ბუ­ლი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ტო­ციკლ­-­და­ფის «სპარ­კი­დან» «ა­ვე­ო­ში» გად­მო­ტა­ნა ნაღ­დად არაა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მა­ინც გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხი­ა. და­ფის კვად­რა­ტუ­ლი კორ­პუ­სი, მო­ნოქ­რო­მუ­ლი ლურ­ჯი დის­პ­ლე­ი, სიჩ­ქა­რის ძა­ლი­ან დი­დი, ციფ­რუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რი, რომ­ლის გარ­შე­მოც სხვა­დას­ხ­ვა მაჩ­ვე­ნებ­ლი ან­თი­ა, «სპარკს» ძა­ლი­ან უხ­დე­ბა და შე­ე­ფე­რე­ბა. «ა­ვე­ო­საც» უხ­დე­ბა, შე­ფე­რე­ბის კი რა მო­გახ­სე­ნოთ. სხვამ­ხ­რივ და­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბულს, ეს «სა­თა­მა­შო» ამ­ჩა­ტებს და მის ახალ ბრა­ზი­ან გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მოკ­ლედ, პრაქ­ტი­კუ­ლი აზ­რი ვერ და­ვი­ნა­ხეთ, სა­მა­გი­ე­როდ, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია და ვინ იცის, იქ­ნებ გათ­ვ­ლაც სწო­რედ ამა­ზე იყო.

სა­ლონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხი გა­და­სა­რე­ვი არა­ა, აქ ისევ პლას­ტ­მა­სსთან გვაქვს საქ­მე, თუმ­ცა ხა­რის­ხის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­აუმ­ჯო­ბეს­ეს და დი­ზა­ი­ნიც დახ­ვე­წეს. ამას­თან, «ა­ვე­ო­ში» ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით მეტ პრაქ­ტი­კულ ჩა­სა­დებს წა­აწყ­დე­ბით. ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით კი, «შევ­რო­ლე­სა» და «ო­პე­ლის» ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი უკ­ვე ძა­ლი­ან აშ­კა­რა­ა. იმის გა­მო, რომ ამე­რი­კე­ლებს კო­რე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თ­ვის რა­ღაც­-­რა­ღა­ცე­ბის აღე­ბა რი­უ­სელ­ს­ჰა­იმ­ში შე­ეძ­ლოთ, ახა­ლი «ა­ვე­ოს» კა­პოტ­ქ­ვეშ უკ­ვე დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­ა. სტარ­ტის­თ­ვის ორი 1.2-ლიტ­რი­ა­ნი, ერ­თი 1.4-ლიტ­რი­ა­ნი და ერ­თიც 1.6-ლიტ­რი­ა­ნი ბენ­ზი­ნის ძრა­ვე­ბია 70-დან 115 ცხე­ნის ძა­ლამ­დე. გა­ყიდ­ვა­ში გა­მოს­ვ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში კი, «შე­ვის» დი­ზე­ლის ძრა­ვი­თაც ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც ექ­ვ­ს­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტი­კი­თა და სტარ­ტ­-­ს­ტოპ სის­ტე­მით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს პა­კე­ტი პირ­და­პირ «კორ­სას­გა­ნა­ა» აღე­ბუ­ლი - 75-95 ცხე­ნის ძა­ლა, 4 ლიტ­რ­ზე ნაკ­ლე­ბი საწ­ვა­ვის ხარ­ჯი, ანუ, Opel Corsa EcoFlex.

 

ოპე­ლის ბრწყინ­ვა­ლე ძრა­ვა და გა­სა­ო­ცა­რი კომ­ფორ­ტი 

მრა­ვალ­გ­ზის გა­მოც­დი­ლი, რი­უ­სელ­ს­ჰა­იმ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი Ecotec აგ­რე­გა­ტით, ახა­ლი «ა­ვე­ო» გულ­მა­გა­რი მან­ქა­ნა­ა. 1.2-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვაც კი უხ­მა­უ­რო და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მძლავ­რი­ა. ამას­თან, ძვე­ლი «ა­ვე­ოს­გან» გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ახალს მა­ღალ ბრუ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა აღარ ტან­ჯავს! ცხა­დი­ა, 85 ან თუნ­დაც 115-ცხე­ნის­ძა­ლი­ა­ნი სიმ­ძ­ლავ­რის­გან სას­წა­უ­ლებს არ უნ­და ვე­ლო­დოთ და არც მოხ­ვე­ვის გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სის­ტე­მაა გა­და­სა­რე­ვი, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რი­ა, Chevrolet Aveo-ს ახ­ლა სპორ­ტუ­ლო­ბის ნი­ჭი აქვს, რაც წი­ნა­მორ­ბედს სა­ერ­თოდ არ ქონ­და და ქა­ლა­ქის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი­ა. 1.2-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვით ჰეჩ­ბე­ქი 100 კმ/სთ-მდე 13.4 წამ­ში ჩქარ­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი გამ­წ­ვა­ვე­ბის შემ­დეგ, სის­წ­რა­ფე 180 კმ/სთ-საც აჭარ­ბებს. საწ­ვა­ვის სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯი კი 100 კი­ლო­მეტ­რ­ზე 5.1 ლიტ­რი­დან იწყე­ბა - 1.2-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში 6.5 ლიტ­რ­ზე მეტს არ დაწ­ვავს. მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და სა­ბა­ზო ვერ­სი­ის კომ­პლექ­ტა­ცი­აც: CD Player-ს და კონ­დი­ცი­ო­ნერს ამ­ჯე­რად ESP-ც სე­რი­უ­ლად მოყ­ვე­ბა.

კი­დევ რას უნ­და ელო­დონ ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი ახა­ლი «ა­ვე­ოს­გან» ისეთს, რაც მას წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გა­მო­არ­ჩევს? პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ხმა­უ­რი­ზო­ლა­ცი­ას, და­კი­დე­ბის ახ­ლა უკ­ვე გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტულ სის­ტე­მას და მეტ აერო­დი­ნა­მი­უ­რო­ბას. და ცხა­დი­ა, ყვე­ლა­ზე მი­სა­ღებ ფას­საც! Chevrolet Aveo ხომ ფას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის ჩემ­პი­ო­ნი­ა.

 

დას­­­კ­­­ვ­­­ნა

ახა­­ლი ავ­­­ტო­­მო­­ბი­­ლი გინ­­­დათ და ბევ­­­რი ფუ­­ლი არ გაქვთ? ასეთ შემ­­­თხ­­­ვე­­ვა­­ში Chevrolet Aveo სა­­უ­­კე­­თე­­სო გა­­მო­­სა­­ვა­­ლი­­ა. თუ­­კი ეს მო­­საზ­­­რე­­ბა ძვე­­ლი «ა­­ვე­­ო­­ე­­ბის» შემ­­­თხ­­­ვე­­ვა­­ში 90 პრო­­ცენ­­­ტით ამარ­­­თ­­­ლ­­­დებ­­­და, ახ­­­ლა უკ­­­ვე მთე­­ლი 100 პრო­­ცენ­­­ტით ამარ­­­თ­­­ლებს. ისიც უნ­­­და და­­ვა­­მა­­ტოთ, რომ ეს გან­­­სა­­კუთ­­­რე­­ბით სე­­დანს ეხე­­ბა.

შალ­­­ვა ბუ­­ა­­ჩი­­ძე

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

124 ცხენის ძალა 14 000 ევროდ
 
მალიბუ ევროპისკენ მოისწრაფის
 
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა