სიახლეები

ამერიკელმა მოგებული Lamborghini 6 საათში დაამტვრია!

დევიდი “ლამბოს” ახლა ნაავარიები ავტომობილის რანგში, გაცილებით დაბალ ფასად ყიდის
ბედნიერების მომენტი: დევიდ დოპი ქალიშვილებთან, შაილასთან (მარცხნივ), ოლივიასთან და ახალთახალ, ლატარეაში მოგებულ Lamborghini Murciélago-სთან ერთად. სამწუხაროდ, “ლამბო” ასე მოგებიდან მხოლოდ 6 საათის განმავლობაში გამოიყურებოდა...
 

34 წლის ამერიკელ დევიდ დოპს ჯერ ძალიან გაუმართლა, მერე კი, ზუსტად 6 საათში, ფორტუნამ ზურგი აქცია და ბედნიერება თითქმის უბედურებად გადაექცა: აშშ-ს მოქალაქემ (იუტადან) ლატარეაში 640 ცხენის ძალის მქონე, ახალთახალი Lamborghini Murciélago მოიგო და თავს დედამიწაზე უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.

დოპმა სუპერსპორტული ავტომობილის გადაცემისთანავე განაცხადა, რომ მის გაყიდვას აპირებდა – ეს მანქანა 300 000 ევრო ღირს. მაგრამ ახლა იღბლიან ამერიკელს ამ ავტომობილის სანაცვლოდ ასეთ თანხას აღარავინ მისცემს. საქმე იმაშია, რომ დოპმა Lamborghini Murciélago იმავე დღეს დაამტვრია – ერთ-ერთ მკვეთრს მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბაღში შევარდა. სხვათა შორის, დევიდი გამოუცდელი მძღოლი არ არის და სწორედ მძლავრძრავებიან მანქანებს მართავს – ოღონდ არა სპორტულ, არამედ სატვირთო ავტომობილებს...

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

შუმახერმა გერმანია გაანაწყენა
 
როგორც იქნა, MINI საქართველოშია!
 
Maserati გაძლიერდა
 
ფრანგული SUV-ები იაპონური გენებით
 
RESURS საქართველოშია!
 
ნავიგაციის დისპლეი საქარე მინაზე
 
ფორმულა 3 რუსთავში? ეს რეალურია!
 
Concorso d’Eleganza Villa d’Este - ოცნებები
 
ყველაზე სპორტული მინი?
 
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა