სიახლეები

2011 წელს გაყიდული ავტომობილების ტოპ-ათეული

მე-10 ადგილი Volkswagen Golf 2011 წელს ფოლკსვაგენმა 648 000 „გოლფი“ გაყიდა. შედეგად, გერმანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით მე-10 ადგილზეა
მე-9 ადგილი Chevrolet Cruze შევროლემ 2011 წელს 691 000 „კრუზი“ გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოდელის გაყიდვები 2010 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა
მე-8 ადგილი Toyota Camry „ტოიოტამ“ 2011 წელს საშუალო კლასის სედანის 726 000 ეგზემპლარი გაყიდა. ევროპაში „ქემრი“ ბოლო დროს ნაკლებად იყიდება, სამაგიეროდ, ამერიკაში უკვე წლებია, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია
მე-7 ადგილი VW Jetta 2011 წელს „ჯეტას“ 745 000 ეგზემპლარი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში „ჯეტა“ ძალიან ცუდად, ფაქტობრივად არ იყიდება. ამ შედეგზე გადამწყვეტი გავლენა აშშ-ს და ლათინური ამერიკის ბარზების მოთხოვნამ იქონია - იქ „ჯეტაზე“ მუდმივად რიგებია
მე-6 ადგილი Ford Fiesta 781 147 ეგზემპლარი - ასეთია „ფიესტას“ გაყიდვები 2011 წელს
მე-5 ადგილი Kia Rio – 815 337 გაყიდული ეგზემპლარი 2011 წელს. აქედან, მარტო 500 000 „რიო“ ირანში გაიყიდა
მე-4 ადგილი Ford Focus მეორე „ფორდი“ საუკეთესო ათეულში: „ფორდმა“ 2011 წელს 919 000 „ფოკუსი“ გაყიდა
მე-3 ადგილი Wulling Sunshine მრავალმხრივი მინივენი, რომელიც General Motors-ის მიერაა შექმნილი და ჩინეთში უდიდესი ტირაჟით იყიდება. 2011 წელს იქ 934 000 ეგზემპლარი გაიყიდა
მე-2 ადგილი Hyundai Elantra (Hyundai Avante) 1.01 მილიონი ეგზემპლარი 2011 წელს - ასეთი კონკურენტი „ტოიოტა კოროლას“ დიდი ხანია, აღარ ჰყოლია
1-ლი ადგილი მიუხედავად ბუნებრივი კატაკლიზმებისა, ეს ავტომობილი მაინც ლიდერია. 2011 წელს „ტოიოტამ“ 1.02 მილიონი „კოროლა“ გაყიდა
 

საქართველოში ყველაზე გაყიდვად მოდელად `ტოიოტა ლენდ კრუიზერი~ რჩება, მაგრამ საინტერესოა, რა ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Auto Bild წარმოგიდგენთ 2011 წლის ავტოგაყიდვების ტოპ ათეულს.

1.02 მილიონი – იაპონურმა კონცერნმა „ტოიოტამ“ 2011 წელს სწორედ ამდენი `კოროლა~ გაყიდა. ამრიგად, `ტოიოტა~ არა მარტო ისევ ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ, იაპონურ გიგანტს `კოროლას~ სახით კვლავ ყველაზე გაყიდვადი მოდელი ჰყავს.

თუმცა მეორე ადგილზე გასული ავტომობილი `კოროლას~ ძალიან მცირე რაოდენობით ჩამორჩა – 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი გახლავთ `ჰიუნდაი ელანტრა~, რომელიც ზოგიერთ ბაზარზე `ჰიუნდაი ავანტეს~ სახელით იყიდება. 2011 წელს `ჰიუნდაიმ~ მთელ მსოფლიოში 1.01 მილიონი `ელანტრა~ გაყიდა, რითაც უდიდესი კონკურენცია გაუწია `ტოიოტას~. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან `ჰიუნდაიმ~ ბოლო წლებში უდიდესი პროგრესი განიცადა.

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მესამე ადგილზე ჭულლინგ შუნსჰინე გავიდა – 943 000 გაყიდული ეგზემპლარი 2011 წელს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ავტომობილს საქართველოში მხოლოდ ერთეულები იცნობენ. პრინციპში, ეს მანქანა მთელ მსოფლიოში უცნობი მოდელია – ამ მინივენს მხოლოდ ჩინეთში იცნობენ და თანაც ისე კარგად, რომ 2011 წლის გაყიდვებში მესამე ადგილზე გავიდა! არსებობს დიდადგილიანი ტაქსი, პიკაპი და სატვირთო ვენიც.

ტოპ-ათეულის სანახავად იხილეთ ფოტოგალერეა.

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

შუმახერმა გერმანია გაანაწყენა
 
როგორც იქნა, MINI საქართველოშია!
 
Maserati გაძლიერდა
 
TEST THE BEST 2012
 
ფრანგული SUV-ები იაპონური გენებით
 
RESURS საქართველოშია!
 
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა