ტესტები

CITIGO - შკოდას ახალი მინი

Skoda Citigo-მ ფაქტობრივად ყველაფერი Volkswagen Up-ისგან აიღო
VW Up-ს საბარგულის კარი შუშის აქვს, Citigo-ს კი ჩვეულებრივი. ამის გამო Up უფრო მოდური ჩანს, Citigo კი უფრო სოლიდური
ამ შემთხვევაში განსხვავება მხოლოდ უკანა ფანჯრის იმ ტეხილშია, რომელიც VW Up-ს აქვს, Skoda Citigo-ს კი - არა
პრაგმატულ-პრაქტიკული სალონი - აქ ყველაფერი სადა და იოლად აღსაქმელია
 

VW Up-ს უკვე ძმაც ყავს - Skoda Citigo. მას ფოლკსვაგენის გენები აქვს და გაცილებით იაფი ღირს

თუკი Octavia-ს და Fabia-ს შემთხვევამ გაამართლა, რატომ არ უნდა გაამართლოს «შკოდას» ახალმა ფორმულამ სახელწოდებით Citigo? რაც არ უნდა იყოს, «შკოდას» ახალი მინიც პრაქტიკულად «ფოლკსვაგენია» - ისევე, როგორც Fabia და Octavia. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, Citigo Volkswagen Up-ის ბაზაზე შექმნილი, ფაქტობრივად იგივე ავტომობილია, მისი ტყუპისცალი, რომელიც შედარებით იაფი ეღირება.

ეს ამბავი კი ძალიან გვახარებს, რადგან მას მერე, რაც «ფოლკსვაგენი» და «შკოდა» «დაქორწინდნენ», არაერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ «შკოდას» ზუსტად ისე კარგად გამოსდის ყველაფერი, როგორც VW-ს, ხშირად უკეთესადაც და რაც მთავარია, ყოველთვის «ფოლკსვაგენზე» იაფია. Citigo ზუსტად ისევეა მოტორიზებული, როგორც VW Up (60 და 75-ცხენისძალიანი ბენზინის ძრავები) და ვიზუალურადაც თითქმის არაა შეცვლილი. ჩეხებმა მცირელიტრაჟიანს მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები გამოაყოლეს. მაგალითად, Citigo-ს უფრო დიდი გრილი და არა შუშის, არამედ ჩვეულებრივი საბარგულის კარი აქვს. შესაბამისად, მისი კიჩო უფრო სოლიდურადაც გამოიყურება. სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ უკან მსხდომთათვის მეტი ადგილი და მეტი ხილვადობაა. საინტერესოა ისიც, რომ სერიაში გასვლისთანავე, Citigo ხუთკარიანი ძარითაც გაიყიდება. ამასთან, «შკოდას» ახალ მინის სერიულად უფრო მეტი პრაქტიკული რამე-რუმეები მოყვება - ჩანთის ჩამოსაკიდი, პარკირების ბილეთის სპეციალური ჩასადები, მოსახერხებელი სათავსოები და ჯიბეები საბარგულში. ამ ყველაფრით და რაც მთავარია, ფასით, Skoda Citigo VW Up-ს უკვე ჯობია კიდეც - მისი ფასი 8 990 ევროდან დაიწყება. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ავტომობილიც მინიმუმ ისე გაამართლებს, როგორც Octavia-მ და Fabia-მ გაამართლეს.

 

დასკვნა

ტექნიკურად იგივე, კონცეპტუალურად იდენტური, ასევე თანამედროვე - Citigo-სა და Up-ს შორის განსხვავება მხოლოდ ფასია, რაც იმას ნიშნავს, რომ Skoda-ს მცირელიტრაჟიანი თავის ტყუპისცალს ძალიან ბევრ კლიენტს წაართმევს.

იან  ჰორნი

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

ონაშვილი ტიგუანში
 
IBG-ის ჯადოსნური საღამო
 
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა