გამძლეობა: ძალიან გამძლე ავტომობილია. სწორი ექპლუატაციის შემთხვევაში ნამდვილად არ შეგაწუხებთ
სერვისი: ხელოსნები არიან, თუმცა სერვისი იაფი ნამდვილად არ არის. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ფასი ძირითადად მისაღებია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: ავტომობილში მინიმალური კომფორტია, თუმცა კომფორტისთვის საჭირო ელემენტარული ფუნქციები მაინც აქვს
სალონი: ძალიან უბრალო, ყველგანმავლისთვის საჭირო სალონი აქვს
გამავლობა: ძალიან კარგი გამავლობა აქვს, ძალიან ცოტა ავტომობილს თუ ჩამორჩება ამ კომპონენტში. ამერიკაში Off Road-ისთვისაც იყენებენ
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ამერიკა და ევროპის ქვეყნები. ევროპაში შესაძლებელია დიზელის ძრავიანი მოდელის შეძენა. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: ფიატ ცენტრ თბილისი. ჯიპის ოფიციალური დილერი საქართველოში