გამძლეობა: არ არის გამძლე, მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ხელოსნები არიან, ხელობის ფასი მაღალია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: მეტ-ნაკლებად პრობლემურია, თანაც ძვირია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: ძალიან კომფორტულია და ძალიან რბილი სვლა აქვს
სალონი: მდიდრული,დახვეწილი და კომფორტული სალონი აქვს
გამავლობა: კარგი გამავლობა აქვს, მართალია უგზოობისთვის არ არის დამზადებული და არც არის რეკომენდირებული(ვერ იტანს), თუმცა არავის არ ჩამორჩება ამ კომპონენტში
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ტურბინის(დიზელის ძრავა)და სავალი ნაწილის გაუმართაობებზე ჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები და ამერიკა. ჩამოყვანამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის. ევროპაში შესაძლებელია დიზელის ძრავიანი მოდელის შეძენა
წყარო: შპს ,, ჯი-თი მოტორსი” Land Rover-ის ოფიციალური წამომადგენელი საქართველოში