გამძლეობა: ავტომობილი საკმაოდ გამძლეა, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ბევრი ხელოსანია და ხელობაც იაფია. თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ამ ავტომობილის ყველა ნაწილი იშოვება ადგილზე, თანაც ფასი საკმაოდ დაბალია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: არ არის გამორჩეულად კომფორტული
სალონი: საკმაოდ ვიწრო სალონი აქვს, დროთა განმავლობაში დეტალები ხმაურს იწყებს
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ავტომატური გადაცემათა კოლოფის და სავალი ნაწილის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები და იაპონია. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის. იაპონიიდან მარჯვენა-საჭიანი ავტომობილები ჩამოდის
წყარო: VW საქართველო, ფონკსვაგენის ავტორიზებული დილერი საქართველოში