გამძლეობა: წინამორბედთან შედარებით, ეს კომპონენტი გაუმჯობესებულია. თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში, მოფრთხილება მაინც სჭირდება
სერვისი: საკმაოდ ძვირია, რადგან მხოლოდ ავტორიზებულ სერვისცენტრში შეიძლება ხარისხიანი სერვისის მიღება
ნაწილები: ადგილზე მხოლოდ ავტორიზებული სერვის-ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს ხარისხიან ნაწილებს. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: ძალიან კომფორტული და რბილი სვლა აქვს
სალონი: ძალიან დახვეწილი და ტევადი სალონი აქვს. მგზავრებიც კომფორტულად სხედან
გამავლობა: ნორმალური გამავლობა აქვს, არ არის დამზადებული უგზოობისთვის
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ინჟექტორის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის ქვეყნები და ამერიკა. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: /// BMW Club Georgia