გამძლეობა: ავტომობილი გამძლეობით ნამდვილად არ გამოირჩევა, განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ამ ავტომობილის სერვისის პრობლემა არ არის, თუმცა ფასი ძირითადად მაღალია. საქართველოში არ არის ავტორიზებული სერვის ცენტრი
ნაწილები: ამ ავტომობილის ნაწილები მეტნაკლებად პრობლემურია. ფასიც საკმაოდ მაღალია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: არ არის გამორჩეულად კომფორტული ავტომობილი, თუმცა კომფორტისთვის საჭირო ელემენტარული კომპლექტაცია გააჩნია
სალონი: საკმაოდ დახვეწილი და ლამაზი სალონი აქვს. სივრცის ნაკლებობა იგრძნობა, განსაკუთრებით უკანა ნაწილის მგზავრებისთვის
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ელექტროობის, ძრავის და კოროზიის პრობლემებს უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები ( გერმანია, იტალია). შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: autobild-ის მკითხველები