გამძლეობა: გამძლე ავტომობილია, თუმცა ჩვენს პირობებში მოფრთხილება მაინც სჭირდება
სერვისი: ბევრი ხელოსანია, სერვისი მარტივია . ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ზოგიერთი დეტალი საკმაოდ ძვირია. შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტულია, თუმცა თავის კლასში, კონკურენტებს ხარისხით ჩამორჩება
სალონი: ძალიან კარგი სალონი აქვს, წინა თაობასთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად წინა ამორტიზატორების; საკიდარის(,,სტუპიცა"); გადაცემათა კოლოფში ზეთის ტემპერატურის ამთვლელის და ჰიდრავლიკის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის ქვეყნები და ამერიკაა. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: სს’’ჰიუნდაი ავტო საქართველო’’- Hyundai-ს ოფიციალური დილერი საქართველოში