მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერქარის სერიული წარმოება დაიწყო
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერქარის სერიული წარმოება დაიწყო
30.06.2019
ზუსტად 8 წელი დასჭირდა დაანონსებიდან მსოფლიოში ყველაზე ჰიპერქარის სერიული წარმოების დაწყებას. საუბარია მოდელზე – SSC Tuatara, რომელიც არის პოტენციურად ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი მსოფლიოში. მისი მწარმოებელი კომპანია SSC North America იუწყება, რომ პირველი კლიენტი ავტომობილს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მიიღებს.

SSC Tuatara-ს პირველი პროტოტიპი, რომლის სახელწოდებაც ახალი ზელანდიის აბორიგენების ენიდაა აღებული, ელეგანტურობის კონკურსზე 2011 წელს "პიბლ ბიჩზე" წარმოადგინეს. თავიდან იგეგმებოდა ავტომობილის აღჭურვა 6,9 ლიტრიანი V8 ძრავით, ორმაგი ტურბოკომპრესორით, თუმცა გასაყიდმა მოდელმა მიიღო 5,9 ლიტრიანი V8.

ჩვეულებრივ ბენზინის საწვავზე ავტომობილი 1350 ცხენის
ძალას იძლევა, ბენზოეთანოლზე კი – 1750 ცხენის ძალას. რვიანთან დაწყვილებულია შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი CIMA 1000 მილიწამი გადართვის სიჩქარით. 0-დან 97კმ-მდე ავტომობილი 2,5 წამში ჩქარდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 483 კმ/სთ-ია.

სამუშაოების უმეტეს ნაწილს კომპანია საკუთარ ქარხანაში აწარმოებს, აქვე მზადდება  ნახშირბოჭკოვანი მონოკოკი, შასის ელემენტები და ძარა. ავტომობილის წონა 1247 კგ-ია, რაც 383 კგ-ით ნაკლებია Lamborghini Aventador SVJ-ზე.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Tuatara,
ყველაზე კითხვადი
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
რა პროდუქტები ნადგურდება ყველაზე ხშირად საქართველოს საზღვარზე
Volvo 500 ათას ავტომობილს უკან იხმობს
2019 წლის ტოპ-10 ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი
რედაქტორის რჩევით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის