მსოფლიოს წამყვანი პრემიუმკლასის მწარმოებელი კომპანიები - BMW და Mercedes გარდა იმისა, რომ ერთმანეთის სერიოზული მეტოქეები არიან ავტიოინდუსტრიაში, ისინი ხშირად ერთმანეთის გაშარჟების მეთოდსაც მიმართავენ. არც წლევანდელი წელი გამოდგა გამონაკლისი. წელს უკვე მეორედ BMW-მ კონკურენტს „წაჰკბინა“, თუმცა პასუხიც მწარე მიიღო.
ჰელოვინის დღესასწაულთან დაკავშირებით ბავარიულმა მწარმოებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო წარწერით: „ამჯერად ყველა მანქანას შეუძლია ჩაიცვას მისი საყვარელი სუპერგმირივით“ Now every car can dress up as its favorite superhero.
აღნიშნული პოსტი კომპანიამ დილის 10;55 წუთზე დადო, თუმცა არც კონკურენტი ჩამორჩა მას და მალევე 11;39 წუთზე
აღნიშნულ პოსტს შემდეგნაირად უპასუხა: „მშვენიერია. ეს ნამდვილად საშიში კოსტიუმია! განსაკუთრებით ცხაურა“ Nice One, @BMWUSA. That's a really scary costume! Especially that radiator grille...
როგორც ცნობილია, BMW ბოლო დროის დიზაინის მიმართ მეტი წილი კრიტიკა ისმის, ბრენდის მოყვარულებშიც კი მისი ზომაში გაზრდილი ცხაურის ნაწილი უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ევოლუციური დიზაინია.
- რა მანქანა ვიყიდოთ
- ავტო-ცნობარი
- სიახლეები
- ტესტები
- მრჩეველი
- რეპორტაჟი
- მართვის მოწმობა
- ოქროს საჭე