მძღოლები მანქანის მართვისას ტელეფონზე შეხების გამოც კი დაჯარიმდებიან ბრიტანეთში
მძღოლები მანქანის მართვისას ტელეფონზე შეხების გამოც კი დაჯარიმდებიან ბრიტანეთში
03.11.2019
დიდი ბრიტანეთი მძღოლებისთვის ახალ სანქციებს აწესებს. გზებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქვეყანაში ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს. საბოლოოდ კი ცნობილი გახდა, რომ მძღოლები, რომლებიც მანქანით მოძრაობისას სმარტფონებს შეეხებიან, 200 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.

საზოგადოებისთვის ცნობილია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის გზებზე ახალ HD traffic კამერებს დააყენებენ, რომელიც საშუალებას გახდის მძღოლების მოძრაობა დააფიქსირონ.

მანქანის მართვისას ტელეფონის გამოყენების აკრძალვა და ამ კანონის გამკაცრება, ხელისუფლების აზრით, აუცილებელია.

მძღოლები დაჯარიმდებიან მაშინ, თუ
ისინი მანქანის მართვისას ტელეფონით სოციალურ ქსელს დაათვალიერებენ. როგორც ამბობენ, ქვეყანაში არსებული მოქმედი კანონი არასრულფასოვანია და დღეს ჯარიმდებიან მხოლოდ ის მძღოლები, ვინც მანქანის მართვისას ტელეფონით ფოტოს იღებენ ან მესიჯს აგზავნიან.

სამართალდამცავებს კი ურთულდებათ ზუსტად დაადგინონ, რის გამო იყენებენ მძღოლები სმარტფონებს მანქანის მართვისას, ამიტომ გადაწყიტეს, რომ ეს კანონი უფრო გამკაცრდეს და მძღოლები სმარტფონზე შეხებისას დაჯარიმდნენ.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ კანონის შემოღება არ იქნება მართებული, რადგან მძღოლებს მართვისას უამრავი მიზეზის გამო უწევთ ტელეფონის გამოყენება.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ყველაზე კითხვადი
2020 წელს სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 175 კმ-ზე იწარმოებს
2020 წელს სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 175 კმ-ზე იწარმოებს
A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან
A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან
როდის გაიხსნება სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი
როდის გაიხსნება სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
თბილისში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს
თბილისში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს
რა ეტაპზეა რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა
რა ეტაპზეა რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა
ტრანსპორტის მართვისას მობილურით სარგებლობაზე სანქციები მკაცრდება
ვინ იღებს ყველაზე მაღალ შემოსავალს ქვეყანაში - კომპანიათა ათეული
მეტროში მგზავრთნაკადი 10%-ით, ავტობუსებში 3%-ით გაიზარდა - რამდენი ადამიანი მგზავრობს საზტრანსპორტით
რედაქტორის რჩევით