8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
15.05.2014
ჩვენთან ავტომობილების უდიდესი ნაწილი მეორადი და ძალიან ძველია, მაგრამ რაც არ უნდა ძველი იყოს მანქანა, ყოველთვის აქვს იმის რესურსი, რომ მოსალოდნელზე დიდხანს გაძლოს. მართალია, მომხმარებელთა უმრავლესობა ზეთის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. AUTO BILD წარმოგიდგენთ 8 წესს ავტომობილის ჯანმრთელობისთვის

1. ზეთის დროული ცვლა

ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც უნდა გავიმეოროთ, რადგან ძრავის ზეთის დროული შეცვლა მანქანის ჯანმრთელობის უპირველესი და უმთავრესი გარანტიაა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, კონკრეტულად რომელ ზეთს გირჩევთ მწარმოებელი. ეს ყველაფერი ავტომობილის წიგნში წერია.

Auto Bild

2. დროულად შეცვალეთ ყველა დეტალი

თუ მწარმოებლის მიერ მოცემულ გეგმას ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვებით, შეცდომების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებთ. ძრავის ზეთის შემდეგ, ყველაზე მთავარი კბილანა ღვედის დროული შეცვლაა.

3. ნუ დატვირთავთ ძრავას ცივ მდგომარეობაში

ძრავას გახურება სჭირდება, რადგან, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ცივ მდგომარეობაში ყველა დეტალის დაზეთვა არ ხდება. ასე რომ, აქ მარტო ტემპერატურაში არაა საქმე. თუ ძალიან გეჩქარებათ და გახურების დრო არ გაქვთ, პირველ 10 კილომეტრზე შეეცადეთ, ბრუნების ამთვლელის ისარი 2000-ს არ გადაცდეს.

4. ნუ გამორთავთ ძრავას მაღალი დატვირთვების შემდეგ

თუ თქვენს მანქანას ტურბინიანი ძრავა აქვს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აუცილებელია ის, რომ მაქსიმალური დატვირთვის, ანუ, მაღალი ბრუნებით სიარულის შემდეგ, ძრავა გააგრილოთ. ამისათვის ადგილზე სამწუთიანი მუშაობაც საკმარისია.

5. ნუ გააწვალებთ ძრავას

ზოგადად, მაღალ ბრუნებზე მუშაობა ძრავას ყველაზე მეტად და სწრაფად ცვეთს. რაც არ უნდა დროულად ცვლიდეთ ზეთს და დაძვრამდე მანქანას ყოველთვის ახურებდეთ, მაღალი ბრუნები ცვეთის მიზეზად რჩება. ასე რომ, თუ თქვენთვის ძრავის ღმუილი განსაკუთრებული სტიქია არ არის, იარეთ მშვიდად და ნუ დაგეზარებათ გადართვა. ბრუნების ოპტიმალური რაოდენობა მაქსიმუმ 3000-ია.

6. ჰაერი დგომის დროსაც საჭიროა

თუ ფიქრობთ, რომ დახურული ავტოფარეხი ავტომობილისთვის ძალიან კარგია, ცდებით. იქ, სადაც მანქანა ათენებს და ხშირად აღამებს კიდეც, ჰაერი უნდა მოძრაობდეს.

Auto Bild

7. დეტალური რეცხვა

ავტომობილის მხოლოდ გარედან რეცხვა საკმარისი არ არის. აუცილებლად უნდა გასუფთავდეს თითოეული კანტი და გამოირეცხოს რთულად მისაწვდომი ღრიჭოებიც. მანქანის ქვემოდან რეცხვაც აუცილებელია - თუ, რა თქმა უნდა, არ გინდათ, რომ თქვენი ავტომობილი კოროზიამ მოიცვას.

8. დაინდეთ სავალი ნაწილი და საბურავები

ვინც ცუდ გზაზე სწრაფად დადის და ამორტიზატორებს არ ინდობს, ამით მხოლოდ ამორტიზატორებს კი არა, სავალი ნაწილის მთელ სისტემას და საბურავებსაც ვნებს. განსაკუთრებით საბურავი გამოდის მწყობრიდან ისე, რომ გარედან არაფერი ეტყობა, ჩვენ კი პრობლემას სავალ ნაწილში ამაოდ ვეძებთ ხოლმე.

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz E 350 23500 $
BMW X6 35000 $
Mercedes-Benz LS450 24000 $
Mercedes-Benz E 63 AMG 25500 $