რა მოთხოვნებია დედოფლის მძღოლის ვაკანსიაზე?
რა მოთხოვნებია დედოფლის მძღოლის ვაკანსიაზე?
13.03.2015
თუ გსურთ, რომ დედოფალო აქეთ-იქით ატაროთ და საუკეთესო ლიმუზინი მართოთ, გააგზავნეთ თქვენი CV დედოფლის ადმინისტრაციაში. განცხადებაში მართლა ასე წერია - მართალია, ხელფასი მთლად სამეფო არ არის, მაგრამ დედოფლის მძღოლობა ხომ ყველასათვის დიდი პატივია...

88 წლის ელიზაბეთ II ისევ ახალ მძღოლს ეძებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის განუმეორებელი სამსახური, რაშიც ეჭვი ისედაც არავის ეპარება. განცხადებაში ასევე წერია, რა ელის ბრიტანეთის დედოფლის პოტენციურ პირად მძღოლს:

Auto Bild

► თქვენ მოგიწევთ დედოფლის შეჯავშნული ”ბენტლის” მართვა. დედოფალი ძირითადად სწორედ ამ ავტომობილით გადაადგილდება. გარდა ამისა, ხშირად დადის ”როლს-როისით” და სხვა მდიდრული ლიმუზინებით. ასევე, უნიკალური ეტლით.

► აუცილებელი მოთხოვნაა, გქონდეთ პირველი კლასის მანერები და იყოთ თავდაჯერებული. აუცილებელია დიპლომატიურობაც და უნდა შეგეძლოთ დედოფლის დახმარება. ცხადია, რომ უნდა შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვაც - არ უნდა იყოთ ენაჭარტალა.

► ყოველთვის უნდა შეგეძლოთ სწორი და სწრაფი გზის პოვნა - მაშინაც კი, როცა დრო ძალიან ცოტაა.

► სამუშაო საათები: კვირაში 48 საათი, ორშაბათიდან შაბათამდე.

► იმ დროს, როცა დედოფალს ან მისი ოჯახის წევრებს მძღოლის რანგში არ ემსახურებით, უნდა მოუაროთ მის ავტოპარკს.

► ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალთან ერთად. საკვების ფული ჩამოგეჭრებათ ხელფასიდან.

► და ყველაზე მთავარი: ხელფასი წელიწადში 23 000 ფუნტი. თვეში დაახლოებით 2 800 ევრო გამოდის...

ეს ნამდვილად არ არის სამეფო ჯამაგირი...

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
"გაზი გინდ გვქონია, გინდ - არა"
"ახლანდელი ავტომანქანები - უკვე წარსულია!"
სახელგანთქმული უსახელოური - ვაზის უნიკალური ჯიში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz E 240 2800 $
Land Rover Freelander 3100 $
Mitsubishi Pajero IO 3000 $
იყიდება ან ქირავდება 2008 წლის