ჯერემიმ ბოდიში მოიხადა - დააბრუნებენ კლარკსონს Top Gear-ში?
ჯერემიმ ბოდიში მოიხადა - დააბრუნებენ კლარკსონს Top Gear-ში?
16.03.2015
ლონდონური გაზეთის, Sunday Times-ის ინფორმაციით, ჯერემი კლარკსონმა Top Gear-ის შეფ ოისინ ტიმონის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა. როგორც ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, 54 წლის კლარკსონმა BBC-ის დირექტორ დენი კოენს დაურეკა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

როგორც ირკვევა, კლარკსონი და ტიმონი ერთმანეთს ერთ-ერთ სასტუმროში წაეკიდნენ - ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჯერემიმ თავის შეფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. BBC-ის სპეციალური კომისია მომხდარს დღემდე იკვლევს და როგორც იცით, საკულტო მოდერატორი ამ დროისთვის დისკვალიფიცირებულია. კომისიამ დასკვნა ამ დღეებში უნდა დადოს და თან დროც აღარ ითმენს, რადგან კლარკსონს BBC-სთან კონტრაქტი მარტის ბოლომდე აკავშირებს.

Auto Bild
ჯერემი კლარკსონი წინა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩს (ჩელსი-პსჟ) დაესწრო

მიუხედავად კლარკსონის ბოდიშისა, BBC სიმკაცრეს ინარჩუნებს: აქტუალური Top Gear-ის ბოლო სამი ეპიზოდი არ გაშვებულა. კვირას საღამოს BBC-მ Top Gear-ის დროს დოკუმენტური ფილმი განმეორებით უჩვენა.

მაინც რატომ მოუვიდა კლარკსონს BBC-ის შეფებთან უთანხმოება? ჩვენი ინგლისელი კოლეგების ინფორმაციით, ჯერემის არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა სხვა ეროვნების ხალხზე ხუმრობა. მოუწოდებდნენ, რომ ამოეღო ხუმრობები სხვა ეროვნების წარმომადგენლების შესახებ. საქმე ისაა, რომ BBC-ის არერთხელ მოუხდა ბოდიშის მოხდა რასისტული ხუმრობების გამო.

გინესის წიგნის თანახმად, Top Gear მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული სატელევიზიო გადაცემაა, რომელსაც ყველა სხვა გადაცემაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. Top Gear 100-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

ასევე იხილეთ:

სკანდალი Top Gear-ში:
კლარკსონს ბოსი შემოეალახა!

Auto Bild

ჯერემი კლარკსონის 10 ცნობილი გამონათქვამი

Auto Bild

დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz E 350 23500 $
BMW X6 35000 $
Mercedes-Benz B 170 6900 $
BMW 320 10800 $