რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
11.03.2016
გასწრება ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მანევრია, ავარიების უდიდესი ნაწილი კი, მოგეხსენებათ, არასწორი მანევრის გამო ხდება. ამიტომაც, გასწრებისას მძღოლი განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გასწრებასთან დაკავშირებით წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”. როგორც უკვე იცით, ამ წიგნის პირველი ნაწილი ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მარტის ნომერთან ერთად იყიდება (წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი, ჟურნალთან ერთად - 5 ლარი).
Auto Bild
► გასწრება რთული მანევრია, ამიტომ როცა იწყებთ გასწრებას, წინასაწარ გათვალეთ თქვენი ქმედებები მანევრის დასრულების ჩათვლით.

► გასწრებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ავტომობილის სიმძლავრე და შესაძლებლობები. ეს ყველა ავტომობილის და მძღოლის შემთხვევაში ინდივიდუალურია.

► თუ არ აპირებთ გასწრებას, ნუ მიუახლოვდებით წინ მიმავალ ავტომანქანას ძალიან ახლოს. ამით თქვენ მისცემთ საშუალებას სხვა მანქანებს უსაფრთხოდ მოახდინონ თქვენი და თქვენს წინ მიმავალი ავტომანქანის გასწრება.

► გასწრების შემდგომ ნუ დაამუხრუჭებთ იმ ავტომობილის წინ, რომელსაც ეს-ესაა გაუსწარით. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეეცადეთ, გაასწროთ ისეთ სიტუაციაში, რომ არ დაგჭირდეთ იმ ავტომობილის წინ დამუხრუჭება, რომელსაც გაასწარით.

► თუ თქვენს წინ მიმავალმა მანქანამ დაიწყო გასწრების მანევრი, ნუ იჩქარებთ დაიკავოთ მისი ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ მოახერხებს გასწრებას, მას უნდა ჰქონდეს უკან, თავის ადგილზე დაბრუნების საშუალება.

► ნუ ააჩქარებთ ავტომანქანას, როცა გისწრებენ. უმჯობესია თქვენს წინ დატოვოთ ადგილი ავტომანქანისთვის, რომელიც გისწრებთ.

► თუ გზა იძლევა ამის საშუალებას, ”მიიწიეთ” მარჯვნივ როცა გისწრებენ. ეს გაუადვილებს მანევრს გასწრების პოზიციაში მყოფ ავტომანქანის მძღოლს.

► გასწრებისას ნუ იქნებით მხოლოდ სარკეების იმედად, ვინაიდან მათ აქვთ ე.წ. ”მკვდარი ზონები”.

Auto Bild

► აღმართზე გასწრებისას, განსაკუთრებით როცა ასწრებთ სატვირთო ავტომანქანას, დარწმუნდით, რომ მანევრის შესრულებისას არ მოგიწევთ ექსტრემალური დამუხრუჭება, ან უეცარი დაბრუნება უკან. სატვირთო ავტომობილისთვის, რომელსაც უსწრებთ, აღმართზე განსაკუთრებით საშიშია სიმძლავრის ვარდნა. ასევე, ადეკვატურად შეაფასეთ დისტანცია შემხვედრ ხაზში მყოფ ავტომობილამდე, არ დაგავიწყდეთ, რომ დაღმართში მოძრავი სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭე მანძილი ბევრად მეტია, ვიდრე სწორ გზაზე.

► თუ გზაჯვარედინზე შენიშნავთ სატვირთო ავტომანქანას (”ფურა” ავტომატარებელი, ავტობუსი და ა.შ. ) რომელსაც ჩართული აქვს მოხვევის ციმციმა, ნუ ეცდებით გაასწროთ მას იმ მხრიდან, საითაც უხვევს. გახსოვდეთ, რომ გრძელ ავტომობილს, მისი ზომებიდან გამომდინარე, ბევრად მეტი მოხვევის რადიუსი აქვს.
გოგა გაგნიძე

► AUTO BILD-ის მარტის ნომერთან ერთად: "ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს" (I ნაწილი)

► წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი; ჟურნალთან ერთად - 5 ლარი

► იკითხეთ პრესის გამავრცელებლებთან

ინფორმაცია წიგნის შესახებ
Auto Bild
მარჯვენასაჭიან მანქანებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა
მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტების ტოპ 10
რა უნდა გავითვალისწინოთ, ვიდრე ბანკიდან სესხს გამოვიტანთ
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება ა/მ ~ჰუნდაი ელანტრა~, ძალიან
კომპრესორი, ჩაქუჩებით.
Land Rover Range Rover Sport 300 $
იყიდება მერსედესი, გამოშვების წელი 1989.