რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Mercedes GLK-ს შეძენისას?
21.03.2016
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი? რომელი ფუჭდება ყველაზე იშვიათად? მომხმარებელს ყველაზე მეტად სწორედ ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებს.

ამ შემთხვევაში გთავაზობთ იმ მეორადი ავტომობილების მიმოხილვებს, რომლებიც გერმანიაში იყიდება. რატომ მაინცდამაინც გერმანული მეორადები? საქმე ისაა, რომ ეს მიმოხილვები დამყარებულია გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) მონაცემებზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომელ მოდელს რა დროს რა პრობლემა აღმოაჩნდა.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, სწორედ TUV-რეპორტზე დაყრდნობით გესაუბროთ იმ მოდელებზე, რომლებსაც გერმანიაში ტექ-დათვალიერების დროს ყველაზე ნაკლები პრობლემები ჰქონდათ. თუმცა არც ესაა იმის 100-პროცენტიანი გარანტია, რომ სანდო მეორადს ყიდულობთ, რადგან გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების (ტექ-დათვალიერების) დროს ყველაზე მთავარი ავტომობილის უსაფრთხოებაა - სავალი ნაწილი, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ. სამაგიეროდ, გერმანულ AUTO BILD-ს აქვს უდიდესი ბაზა და გამოცდილება - ჩვენ გერმანელ კოლეგებს ყველა ეს ავტომობილი დეტალურად აქვთ შემოწმებული და გატესტილი. შესაბამისად, ტექ-დათვალიერების სტატისტიკა და ჩვენი გერმანელი კოლეგების გამოცდილება ერთად გვაძლევს თითქმის ზუსტ სურათს და შეგვიძლია, გირჩიოთ, კონკრეტული მოდელების შემთხვევაში რომელი ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჯობია. ხშირ შემთხვევაში სწორედ ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შერჩევაა ყველაზე მთავარი, რადგან ამა თუ იმ ავტომობილის შემთხვევაში, ერთი ძრავა შეიძლება ძალიან გამძლე იყოს, მეორე კი პირიქით, ძალიან სუსტი.

Mercedes GLK (X 204)
ფასი: დაახლოებით 17 000 ევროდან



Mercedes GLK (X 204), რომელიც 2008-დან 2015 წლამდე იწარმოებოდა, მომხმარებლებს პირველ რიგში იმის გამო მოსწონთ, რომ კომპაქტური SUV-ია, მაგრამ სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩამრგვალებული კი არ არის, არამედ დაკუთხული ფორმები აქვს. სწორედ ამით გამოირჩეოდა ეს ავტომობილი იმ დროს, როცა პირველად გამოჩნდა ბაზარზე. როგორც იცით, ახლა მას სახელი გადაარქვეს და გამოუშვეს Mercedes GLC, რომელიც დაკუთხული აღარ არის...

თავად GLK-ზე კი თავიდან იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ გამოშვებიდან პირველ წლებში მისი მეორადი ავტომობილის რანგში შოვნა ძალიან ძნელი გახლდათ. ახლა კი უკვე არაერთი ეგზემპლარი იყიდება.



მაშ ასე, რამდენად გამძლე და ხარისხიანია ეს ავტომობილი? ზუსტად ისე, როგორც მისი თანაპლატფორმელი ”C-კლასი” (W 204), GLK-ც ძალიან სანდო და გამძლე ავტომობილია. როდესაც გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) მონაცემებში ვიქექებოდით, აღმოვაჩინეთ, რომ გერმანიაში ბოლო წლებში თითქმის არცერთი სხვა SUV არ გამოიყურებოდა ტექ-დათვალიერების დროს ისე კარგად, როგორც ”მერსედესის” ეს კომპაქტური ქროსოვერი.



თავიდან პრობლემური იყო ე.წ. Piezo-ინჟექტორები (220/250 CDI-ს შემთხვევაში) და ამ მოდელს ხშირად აღენიშნებოდა წყლის ტუმბოს პრობლემა (დიზელის 4-ცილინდრიანი ძრავების შემთხვევაში). თუმცა ეს პრობლემები ”დაიმლერმა” ყველა კლიენტს უფასოდ მოუგვარა. აღსანიშნავია, რომ ყველა 6-ცილინდრიანს და 250 CDI-ს სერიული სრული ამძრაობა აქვს, საწყის ვერსიებს, 200-ს და 200 CDI-ს კი უკანა ამძრაობა აქვთ.



► ძლიერი მხარეები: გამძლეა, კომფორტულია, მისი გაყიდვა ყოველთვის კარგ ფასადაა შესაძლებელი.

► სუსტი მხარეები: საკმაოდ ძვირია, ხანდახან პრობლემები ექმნება 7G-Tronic-ს და წყლის ტუმბოს.

► რჩევა: თამამად გირჩევთ შემდეგ მოდელებს: GLK 220 ან 250 CDI. ასევე BlueTec 4Matic (170 ან 204 ცხენის ძალა).

ასევე იხილეთ:
Mercedes GLK 100 000-კილომეტრიანი ტესტის შემდეგ (+VIDEO)
Auto Bild\

მანქანა მარადისობისთვის (+VIDEO)
Auto Bild

ფრთხილად ამ მანქანებთან!
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
როგორი მანქანაა 10 წლის E-კლასი?
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რა რჩება მანქანისგან 19 წლის შემდეგ? (+ VIDEO)
Auto Bild

მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ
და ყველა დეტალი შევამოწმეთ!

Auto Bild

რამდენად გამძლეა Volvo XC90?
Auto Bild

ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
Auto Bild

მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild

ვარგა ეს ჰამერი?
Auto Bild

რატომაა ის ასეთი იაფი?
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Honda CR-V
Auto Bild

ყველაზე იაფი და იორღა ”ჯიპები”: Toyota RAV 4
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ნუ დატენით სმარტფონებს USB პორტებიდან
საწვავის გაიაფება გამორიცხულია, გაძვირება - მოსალოდნელი
უხვი მოსავლის ფონზე მარწყვი გაიაფდა
N78 მაისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Lexus GX470 45 $
იყიდება სპეცმანქანა-საკანალიზაციო ჭების ამოსაწმენდი, იდეალურ
Lexus RX350 28000 $