აი, როგორი იქნება ახალი ლინკოლნ ნავიგატორი
25.03.2016
”ლინკოლნის” დიდი ქროსოვერის, ”ნავიგატორის” ახალი თაობა 2017 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს, მანამდე კი ამერიკელებმა კონცეპტი წარმოადგინეს - მაშ ასე, როგორი იქნება ახალი ”ნავიგატორი”?

”მშვიდი ფუფუნება” - სწორედ ასე მოიხსენიებენ ლინკოლნელები თავიანთ ახალ კონცეფციას, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ. დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმას, რომ ავტომობილი ულტრა-მდიდრულია - ამას ნებისმიერი რაკურსით გადაღებულ ფოტოზე შეამჩნევთ. საქმე ისაა, რომ ”ნავიგატორის” ეს კონცეპტი ვიზუალურად მართლაც უფრო მშვიდია, ვიდრე აგრესიული.



”ლინკოლნის” დიზაინერები აცხადებენ, რომ მუშაობის დროს, მათთვის იდეების წყარო თანამედროვე მდიდრული იახტები იყო. თუმცა კრიტიკული თვალი აუცილებლად შეამჩნევს მსგავსებებს Range Rover-თან. კარების ამგვარი კონცეფცია, რა თქმა უნდა, არფრთოვანებას გამოიწვევს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდია, რომ სერიულ მოდელს ასეთი კარები ჰქონდეს.


სამაგიეროდ, დიდია იმის შანსი, რომ ახალი ”ნავიგატორი” ვიზუალურად მართლაც ასე გამოიყურებოდეს - მით უმეტეს ინტერიერი! იმ ქვეყნებში, სადაც ამხელა ქროსოვერები უყვართ, ნამდვილად აღფრთოვანდებიან იმითაც, რომ საბარგულში რეალური, ნამდვილი გარდერობია.



კონცეპტი აღჭურვილია 3,5-ლიტრიანი EcoBoost ძრავით, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 400 ცხენის ძალაა. ახალ, სერიულ ”ლინკოლნ ნავიგატორს” საავტომობილო მსოფლიო 2017 წლის ბოლოს ელოდება.







ასევე იხილეთ:
ახალი ლინკოლნი - ამერიკული ლუქს-ლიმუზინი


რა შეუძლია Range Rover-კაბრიოლეტს? (+ VIDEO)
Auto Bild

რენჯ როვერი ასეთი მრისხანე აქამდე არასდროს ყოფილა
Auto Bild

სმარტფონი მართავს რენჯ როვერს! (+ VIDEO)
Auto Bild

რენჯ როვერი გააპიკაპეს...
Auto Bild

დედოფლის ახალი რენჯ როვერი
Auto Bild

10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Mercedes ელექტორომობილის გამოშვებას გეგმავს
დიდი კრიზისი და თაღლითობა სავაჭრო ქსელებში
5 ცნობილი ქართველი ბიზნესმენის უჩვეულო ახირებები
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Audi A4 7900 $
საავარიო სამკუთხედი.
Mitsubishi Pajero IO 3000 $
იყიდება ცეცხლმაქრი