დიდი თავგადასავალი იწყება - TEST THE BEST 2016
31.03.2016
ყოველ წელს, გაზაფხულზე, რომში AUTO BILD-ის დიდი ოჯახის (32 ქვეყნის გამოცემა) შეკრებაა, რომლის მიზანი უახლესი ავტომობილების გატესტვა და შეფასება გახლავთ. ამიტომაც ჰქვია ამ ღონისძიებას TEST THE BEST. გარდა ამისა, ამ შეკრებაზე AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და ახალ იდეებს ვუზიარებთ.

წელს, „ბრიჯსტოუნის“ ტრეკზე, რომელიც რომთან ახლოს მდებარეობს, AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ახალი მოდელები ჩაიყვანეს - მაგალითად, Bentley Bentayga, BMW M2, Hyundai Ioniq hybrid, Mercedes E-კლასი, Porsche 911 Turbo, Audi R8, Mercedes GLS, Honda Civic Type R, Range Rover Long 5.0 V8 Autobiography, Toyota Prius, Kia Sportage, Renault Talisman, VW Golf R და ა.შ.


ტესტები რომთან ახლოს, ამ ტრეკზე ჩატარდება

თუმცა, სანამ ამ ავტომობილებს საქმეში გამოვცდით, მანამდე წინ დიდი ავტოტური და საინტერესო თავგადასავალი გველოდება. რომში მოსახვედრად გრძელი და საინტერესო გზა ავირჩიეთ - ჩვენი ავტოტური ბუდაპეშტიდან იწყება, მარადიულ ქალაქში ჩასვლამდე კი ვენეციას და ფლორენციას Opel Zafira Tourer-ით გავივლით. ხოლო, უკან სხვა მარშრუტით ვბრუნდებით - რომი, ვერონა, ლუბლიანა, ბუდაპეშტი.

რაც მთავარია, ამ მოგზაურობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით სტატიების, ფოტოების და ვიდეოების სახით.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ავტოტური,
რუსული კაპიტალი ქართულ ბაზარზე
რატომ აკრიტიკებს მომხმარებელი Apple-ს ახალი სმარტფონების გამო
მევენახეთა ნაწილი რქაწითელის ფასით უკმაყოფილოა
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
მოგემსახურებით TOYOTA-ს ფირმის მინივენით
იცვლება mercedes e class 2.7
შტაბელერი ამწე მანქანაზე დამტვირთველი. აწევის
პალეტის პადონის ურიკა საზიდი ტვირთამწეობა: