ავტოტური: პირველი დღე, ბუდაპეშტი (+ VIDEO)
01.04.2016
ჩვენი ავტოტური უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტიდან დაიწყო. პირველ რიგში იმის გამო, რომ სწორედ ამ ქალაქში დაგვახვედრეს ავტომობილი Opel Zafira Tourer - პრაქტიკული და ტევადი საოჯახო ვენი, რომლითაც ევროპის არაერთი ულამაზესი ქალაქი უნდა მოვიაროთ. მეორე: ბუდაპეშტშის მიმართულებით ფრენები საქართველოდან საკმაოდ იაფია და, რაც ყველაზე მთავარია, უნგრეთის დედაქალაქი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

წინ, საინტერესო თავგადასავალი გველოდება, რადგან ავსტრიის გავლით, იტალიაში უნდა შევიდეთ და ჯერ ვენეცია, შემდეგ ფლორენცია და რომი მოვინახულოთ. თუ რა გველოდება რომში, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, რადგან მარადიულ ქალაქთან ახლოს მდებარე ტრეკზე, უახლესი ავტომობილები უნდა გავტესტოთ და შემდეგ შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. თუმცა, იტალიამდე ბუდაპეშტზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, ქალაქზე, რომელიც ტურისტებს იშვიათად ტოვებს გულგრილს...

რატომ ბუდაპეშტი?



ბუდაპეშტი რაღაცით თბილისსაც წააგავს – მთაგორიანი ქალაქია, ბევრი აღმართ-დაღმართით. მაგალითად, ჩვენ ღამე თითქმის ისეთივე უბანში გავათენეთ, როგორიცაა თბილისში ნუცუბიძის პლატო. ისევე როგორც ჩვენს დედაქალაქს, ბუდაპეშტსაც ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე დუნაი (ყველაზე გრძელი მდინარე ევროკავშირში) – მარჯვენა სანაპიროს ბუდა ეწოდება, ხოლო მარცხენას - პეშტი.

აღსანიშნავია, რომ პეშტი უფრო პრესტიჟულად ითვლება, სწორედ იქ არის ქალაქის მთავარი ეკონომიკური ზონა, ბიზნეს-ცენტრები და სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის პარლამენტის შენობა, რომელიც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ეჭვი გვაქვს, რომ პარლამენტის ასეთი შთამბეჭდავი შენობა არა მარტო ევროპაში, მსოფლიო მასშტაბითაც იშვიათად მოიძებნება. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაც სწორედ ეს ნაგებობაა.


ჩვენი ავტოტური ბუდაპეშტიდან დაიწყო

ბუდაპეშტში ტურისტებისთვის კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია. ამ ქალაქს თავისი ლეგენდები და ისტორიები აქვს, თუმცა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და არც არის ჩვენი პრიორიტეტული მიზანი. მით უმეტეს, წინ ვრცელი და საინტერესო მასალები გელოდებით სწორედ ამ მოგზაურობის შესახებ - როგორც სტატიების, ისე ფოტო და ვიდეო მასალის სახით და უფრო მეტ ინფორმაციას უნგერეთის დედაქალასქის შესახებ სწორედ იქ მოგაწვდით.

მთავარი მიზეზი ავტომოყვარულებისთვის

ავტომოყვარულებს ბუდაპეშტში ჩასასვლელად ძალიან სერიოზული მიზეზი გაქვთ და ეს „უნგარორინგია“ – მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ავტოდრომი, თვით ფორმულა 1-ს მასპინძლობს ხოლმე, ამ მოვლენაზე დასწრება კი ნებისმიერი ავტომპოყვარულის ოცნებაა. წელს „უნგარორინგი“ ფორმულა 1-ს 24 ივლისს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ გენიალურ ტრეკზე კიდევ არაერთი მასშტაბური რბოლა იმართება - მაგალითად, WTCC-ის ეტაპი (მსოფლიო პირველობა ე.წ. ძარიან ავტომობილებში), რომელსაც „უნგარორინგი“ 24 აპრილს უმასპინძლებს.

გიყვართ ავტოსპორტი და გსურთ ფორმულა 1-ზე დასწრება? – ოცნების ასრულება სწორედ ბუდაპეშტში შეიძლება. თუ ბაქოს არ ჩავთვლით, საქართველოს მოქალაქეებისთვის „დიდი ცირკის“ ხილვა ყველაზე მარტივად და იაფად სწორედ უნგრეთის დედაქალაქშია შესაძლებელი.

ბუდაპეშტი თბილისს საცობებითაც ჰგავს, რადგან ქალაქში მოძრაობა საკმაოდ გადატვირთულია, განსაკუთრებით კი - პიკი საათებში. განსხვავება ისაა, რომ უნგრელები სამუშაო დღეს ჩვენზე გაცილებით ადრე იწყებენ და თუ თბილისი მანქანებით 9-11 საათამდე იტვირთება, ბუდაპეშტში ნამდვილი საგიჟეთი 7-დან 9 საათამდეა. Opel Zafira Tourer-ით ქალაქში დილის 8-ის ნახევარზე გავედით და საშინელ საცობში მოვხვდით. ასეა: ევროპაში სამუშაო დღე მაქსიმუმ 8 საათზე იწყება.

ჩვენი ხარჯი ბუდაპეშტში (1 დღე, 3 პერსონაზე)
► სასტუმრო - 60 ევრო (3-ადგილიანი)
► პარკინგი სასტუმროს ფარეხში - 5 ევრო
► ტაქსი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე - 30 ევრო
► კვება - 75 ევრო
► სულ - 170 ევრო

იხილეთ ვიდეო-ანონსი:
AUTO BILD-ის ავტოტური: პირველი დღე, ბუდაპეშტი

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
ავტოტური,
როგორი უნდა იყოს რეზიუმე, რომელიც წარმატებას მოგიტანთ
Samsung Galaxy Note 7-ის ელემენტის აფეთქების გამო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
"თიბისი ბანკი" "ბანკ რესპუბლიკას" ყიდულობს
N81 აგვისტო 2016
ახალი ნომერი
არქივი
რედაქტორის რჩევით
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
”ადამიანი”, რომელსაც ავარია ვერ კლავს (+ VIDEO)
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ქირავდება ავტობუსი. ყველა
Mitsubishi Pajero IO 2100 $
Goodyear, Bridgestone, Michelin, Dunlop ...
Mercedes-Benz ML 320 32000 $