ყოველი გაყიდული ელექტროჰეჩბეკი ID კონცერნ Volkswagen-თვის დაახლოებით 3 ათასი ევროს წაგებას მოიტანს. MEB პლატფორმაზე ავტომობილების წარმოება მომგებიანი მხოლოდ 2025 წლიდან გახდება.
საწყის ეტაპზე ელემენტებიანი ავტომობილების კომპანიისთვის იქნება დანაკარგის მომტანი – იუწყება Auto Motor und Sport. ამავე გამოცემის ინფორმაციით, 3 ათასიანი დანაკარგი მოხდება, როცა ავტომობილის სასტარტო ფასი შეადგენს 29 990 ევროს, მანამ, სანამ სახელმწიფოს სუბსიდიების დაანგარიშება მოხდება.
მსგავსი მდგომარეობა ტიპურია მწარმოებლებისთვის, რომელთაც უწევთ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება ელექტრომობილების შექმნაში. ცნობილია რომ Fiat კომპაქტურ 500e-ზე ხარჯავს 20,000 დოლარს, ხოლო Chevrolet განიცდიას 9 ათასიან ზარალს
მის მეირ გაყიდული ყველა Bolt-გან.
ცნობისათვის, Volkswagen ელექტროჰეჩბეკ ID-ზე შეკვეთებს მაისიდან იწყებს. პირველ ეტაპზე ელექტრომობილი წარმოდგენილი იქნება ვერსიით Launch Edition 62 კვს სიმძლავრის ელემენტებით, ხოლო შემდეგ ბაზარზე გამოჩნდება საბაზისო და ტოპ ვარიანტებიც. 48 და 82 კვს სიმძლავრის ელემენტებით.