საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება
საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება
10.05.2019
საკანონმდებლო ცვლილების მომზადების მიზანშეწონილებაზე, რომელიც საქართველოში ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ითვალისწინებს,

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ
მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

ამასთან, დოკუმენტში ცალკეულ მოქალაქეთა მიწოდებული რეკომენდაციებიდან ორი შემოთავაზებაც არის შეტანილი. მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ასევე, განბაჟებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვზე შემოწმებას.

„მიზანშეწონილია მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც დადგინდება ემისიის სტანდარტები იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და აიკრძალება ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა იმპორტი საქართველოში.

ამასთან, მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის საზომი მცირე ზომის პორტაბელური აპარატების შეძენა (რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში), რითაც ადგილზევე შემოწმდება ავტოსატრანპორტო საშუალება, ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში.

იქიდან
გამომდინარე, რომ ეს საკითხები უფრო მეტ დისკუსიას საჭიროებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (შემდგომში „გარემოს დაცვის სამინისტრო“), შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ 2 თვის ვადაში წარუდგინოს გარემოს კომიტეტს ანალიზი და დადებითი/უარყოფითი დასკვნა ამ ორ საკითხთან დაკავშირებით,“-აღნიშნულია ანგარიშში.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
ახალი თავისუფალი სული ქალაქში
2019-05-04 20:00:00
4,50 მეტრი სიგრძის ტიპური კომპაქტური SUV-ია, მაგრამ სხვებისგან მაინც სრულიად განსხვავდება.
სრულად
article image
Cat Image
რა შეუძლია ახალ RAV4-ს?
2019-05-03 20:00:00
ახალი ტოიოტა RAV4 კანტებით, კუთხეებით და საწვავის ისეთი ხარჯით, არაერთი პატარა მანქანა რომ ინატრებდა...
სრულად
article image
Cat Image
808 კილომეტრი 808 ცხენის ძალით
2019-05-03 20:00:00
Dodge Challenger SRT Hellcat Redeye – სახელიც თითქმის ისე ჟღერს, როგორც ძრავა. ვიარეთ და კიდეც წავიდრიფტავეთ
სრულად
კედლის მარაო სახლში ბარაქასა და იღბალს მოგიტანთ - ფენ-შუის წესები
ტოპ-10: საუკეთესო დივან-საწოლები მოულოდნელი სტუმრებისთვის
ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
20
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა დიდუბეში
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
20
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა დიდუბეში
დავით ხოჭოლავამ გოლი დედას მიუძღვნა [VIDEO]
ბაქოს გრანდ სლემი: ნოზაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი დაამარცხა [VIDEO]
ნაცუ ბაშო: ქართველი სუმოისტების მეტოქეები ცნობილია
სხვა სიახლეები
11.05.2019
საქართველოდან ბელგიაში მიმდინარე წლის სამი თვის (იანვარ-მარტი) მონაცემებით ექსპორტზე 41 ავტომობილი გავიდა.
სრულად
საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი იზრდება
11.05.2019
მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
სრულად
09.05.2019
ოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ
სრულად
რატომ შეჩერდა თბილისში ვირტუალური მუზეუმის გახსნა
Business Insider - ხუთი ჩვევა, რომელიც ხელს გიშლით სამსახურში დაწინაურებაში
როგორი იქნება 1 მლნ დოლარად ღირებული წყალქვეშა სახლი (+ფოტო)
რედაქტორის რჩევით
ფერარის კოლექცია უკვე იყიდება!
ფერარის კოლექცია უკვე იყიდება!
BMW მერსედესის წილს ყიდულობს?
BMW მერსედესის წილს ყიდულობს?
Mercedes-Benz EQC–ს მასიური წარმოება დაიწყო. რა ეღირება ბენცის პირველი ელექტროქროსოვერი?
Mercedes-Benz EQC–ს მასიური წარმოება დაიწყო. რა ეღირება ბენცის პირველი ელექტროქროსოვერი?
2019 წლის ტოპ-10 სუპერ სედანი
2019 წლის ტოპ-10 სუპერ სედანი
თავგადასავალი სახელწოდებით AMG ამიერიდან Mercedes-AMG A 35-ით იწყება(+VIDEO)
თავგადასავალი სახელწოდებით AMG ამიერიდან Mercedes-AMG A 35-ით იწყება(+VIDEO)
ნაცუ ბაშო. I დღე: ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს - ტოჩინოშინი წინ ოძეკობისკენ [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური: ზღვა ხალხი, ზღვა ემოცია და ზღვისპირელთა საოცარი გამარჯვება! [VIDEO]
მხითარიანის აზერბაიჯანში შეშვება-არშეშვების საკითხი გადაწყდა
კრისტინი
სიჩქარის წყურვილი
გადამზიდი