იწყება თუ არა აბასთუმნის ელექტრომანქანების დასახლებად გარდაქმნა?
იწყება თუ არა აბასთუმნის ელექტრომანქანების დასახლებად გარდაქმნა?
22.05.2019
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბასთუმანში ღია ავტოსადგომის მოწყობის მიზნით ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ 21 მაისს გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 028 361 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს 4.2 ჰა ტერიტორიაზე 1 000 ავტომობილზე.

„საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ღია ავტოსადგომი მინიმუმ 1 000 მანქანაზე. აქედან - 200 ავტოსადგომი ელექტრო
მანქანისთვის, სატენი პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით (მაგ. ხიდი) და მათი დაკავშირება ცენტრალურ სამანქანო გზასთან.

ავტოსადგომის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ოპტიმალური გადაწყვეტა; სამანქანო შესასვლელ-გასასვლელი შლაგბაუმით/ბოლარდებით (ავტომატური, მიწაში ჩამავალი); საფეხმავლო შესასვლელი და გასასვლელი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები (გამოყოფილი მანქანის სავალი ნაწილიდან); შესასვლელში და გასასვლელში ბილეთების შესაძენი და დასარეგისტრირებელი აპარატები,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება ასევე მცირე სადგურის მოწყობაც, რომლის მოსაცდელი ფართი მინიმუმ 150 ადამიანზე იქნება გათვლილი. სადგური
მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტს სტუმართა გადასაყვანად ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში.

ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ აბასთუმანი ელექტრომანქანების დასახლებად ექცია. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება და ადგილობრივებს თვითონ დაეხმარებოდა.

"მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები,“-აღნიშნა ივანიშვილმა გასულ წელს. მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება.

ცნობისთვის, აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. რომელშიც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა - "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპმა", თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
Made in America great again - BMW X7
2019-05-20 06:22:08
ესეც ასე, ახლა უკვე BMW-საც ჰყავს დიდი SUV. შთამბეჭდავი X7, შესაძლოა, ასეთი მოდის ბოლო გიგანტი იყოს.
სრულად
article image
Cat Image
პატარა ფრანგი ძალიან გაიზარდა(+სლაიდერი)
2019-05-19 20:00:00
ახალი Peugeot 208 არა მარტო შესანიშნავად გამოიყურება, არამედ თავს მეტი ტევადობითა და 3D ინსტრუმენტებითაც გვაწონებს.
სრულად
article image
Cat Image
ეს ბენტლი დიდი ძალაა!
2019-05-19 20:00:00
ბენტლი კონტინენტალის შემთხვევაში კაბრიოლეტი კუპეზე პოპულარულია. ჩვენ ამ ზე-მანქანით ვისიამოვნეთ..
სრულად
კედლის მარაო სახლში ბარაქასა და იღბალს მოგიტანთ - ფენ-შუის წესები
ტოპ-10: საუკეთესო დივან-საწოლები მოულოდნელი სტუმრებისთვის
ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
54000
იყიდება 3 ოთახიანი ბინა ნაძალადევში
30
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
დავით ხოჭოლავა: ლეკურს ვერ ვიცეკვებ, ვერც ვიმღერებ - "დინამოსთან" გასაძევებელი არ ვიყავი
ვაკო გვილია: "ლუცერნში" ტურისტად დაბრუნება არ მსურს
ლა ლიგის პრეზიდენტი: როდესაც დიდი ფულია, ფეხბურთი სათამაშო ხდება
სხვა სიახლეები
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გადამოწმებული რვა კომპანიის საწვავიდან, მხოლოდ ერთის ხარისხი არ შეესაბამებოდა სტანდარტს
24.05.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კერძო ლაბორატორიაში რვა კომპანიის საწვავის ხარისხი გადაამოწმა.
სრულად
ელექტრომობილების პირველი საწარმოს წინა სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
24.05.2019
როგორი იქნება ქარხანა და რა ეღირება პირველი ქართული ელექტროავტომობილი.
სრულად
სუფსაში, მსუბუქი ავტომობილის სატვირთოსთან შეჯახების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა
23.05.2019
სუფსაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
სრულად
როგორ იცვლებოდა ლარის კურსი 12 წლის განმავლობაში (+ვიდეო)
საათობრივი პარკირების გადახდისგან ზონაში მცხოვრები პირი მხოლოდ ორი ავტომობილის შემთხვევაში გათავისუფლდება
მეტროსადგური გოცირიძე გადაიხურება - როგორი იქნება განახლებული სადგური? (+ფოტო)
რედაქტორის რჩევით
სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას 20 მაისიდან აპირებს
სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას 20 მაისიდან აპირებს
ავტომობილები გამონაბოლქვზე შესაძლოა ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმდეს
ავტომობილები გამონაბოლქვზე შესაძლოა ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმდეს
500 კმ-ს გაგიყვან... ყველაზე გრძელი მანძილის დაფარვის მქონე ელექტრომობილები
500 კმ-ს გაგიყვან... ყველაზე გრძელი მანძილის დაფარვის მქონე ელექტრომობილები
Made in America great again - BMW X7
Made in America great again - BMW X7
მეორადი Polo vs Prius - რომლის ყიდვა ჯობია?
მეორადი Polo vs Prius - რომლის ყიდვა ჯობია?
აპრილში BMW-ს გაყიდვები გაიზარდა, თუმცა მაინც ჩამორჩება Mercedes-ს
აპრილში BMW-ს გაყიდვები გაიზარდა, თუმცა მაინც ჩამორჩება Mercedes-ს
ბრუტალური ავტოავარია ავტობანზე (+ვიდეო)
ბრუტალური ავტოავარია ავტობანზე (+ვიდეო)
ნაცუ ბაშო. XII დღე: ოძეკის ტიტული ისევ გადაიდო [VIDEO]
bleacherreport.com-ის წინასადრაფტო რეიტინგში გოგა ბითაძე უკვე მერვეა
უკრაინელი ფეხბურთელის მეუღლე: გაშიშვლებას რელიგია არ მიკრძალავს [PHOTO]
საზღვაო პოლიცია: ლოს-ანჯელესი
ცივ კვალზე
ტაქსი 5