მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო 2 თვეში საწვავი საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად 2.49 ლარს გადაცდა. „გილოცავთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა. პ.ს. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას,“ - წერს ბაირახტარი „ფეუსბუქის“ საკუთარ გვერდზე.
რაც შეეხება ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს, დღეის მდგომარეობით, „ვისოლის“ სადგურებზე 1 ლიტრი ეკოსუპერის ტიპის საწვავი 2.69 ლარი ღირს; ეკოპრემიუმი
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი – 2.63 ლარი ღირს; 1 ლიტრი პრემიუმის ფასი – 2.53 ლარია; რეგულარი – 2.43 ლარი; ევროდიზელი – 2.58 ლარი; დიზელი კი – 2.50 ლარი ღირს.
„ლუკოილის“ სადგურებზე ევროსუპერი ტიპის საწვავის ღირებულება – 2.61 ლარი, პრემიუმ ავანგარდის – 2.51 ლარია, 1 ლიტრი ევრორეგულარი – 2.41 ლარი, ხოლო ევროდიზელი – 2.59 ლარი ღირს.
რაც შეეხება „რომპეტროლს“, მის სადგურებზე 1 ლიტრი სუპერის ტიპის საწვავი – 2.69 ლარი ღირს, ევროპრემიუმის ფასი – 2.59 ლარს, ევრორეგულარის – 2.49 ლარს შეადგენს, efix ევროდიზელის ყიდვა მოქალაქეებს – 2.62 ლარად, ხოლო ევროდიზელის – 2.53 ლარად შეუძლიათ.
„გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი სუპერის ტიპის საწვავის ღირებულება – 2.62 ლარს, G-Force პრემიუმის – 2.51 ლარს, G-Force ევრორეგულარის – 2.46 ლარს შეადგენს. 1 ლიტრი რეგულარის ფასი – 2.40 ლარი, G-Force ევროდიზელის – 2.62 ლარი, დიზელის კი – 2.55 ლარია.
ავტორი: თაია არდოტელი