დღევანდელი მედია-სივრცე აჭრელებულია ნეგატიური განცდის შემცველი სათაურებით:
მართვის მოწმობის გამოცდის საფასური იზრდება.
მოდი ვნახოთ ,,ვენახი'':
მე ვსვამ კითხვას-როდესაც კონსერვატორიას ამთავრებას სტუდენტი ფორტეპიანოს განხრით-მან გამოცდაზე ორი ხელით დაკვრა უნდა შეძლოს თუ არა?
რა შუაშია?
ახლავე აგიხსნით:
მართვის მოწმობის აღებისათვის საჭირო გამოცდამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ მძღოლობის პრეტენდენტი ფლობს ავტომობილის უსაფრთხო მართვის საკმარის უნარებს.
როგორ
ეს გახლავთ მცირედი, იმ მოთხოვნებიდან რაც წაეყენება მძღოლობის პრედენდენტს მართვის მოწმობის
ახლა მთავარი:
სად და როგორ შეიძლება ზემოთჩამოთვლილი უნარების შემოწმება? დახურულ მოედანზე ტაატით მოძრავი ავტომობილით? კი მაგრამ ეს ხომ უკვე ,,გავიარეთ'' და ვერაფერი მოვუხერხეთ ავარიებში დასახიჩრებულთა და დაღუპულთა მძალიან მაღალ რაოდენობას.
დასკვნა:
ავტომობილი არა რის სათამაშო! სარეცხი მანქანა რომ სარეცხი მანქანაა-იმასაც კი ,,ჩემ სიგრძე'' სწორი ექსპლუატაციის და უსაფრთხოდ მოხმარების წესები მოყვება. ხოლო ავტომობილი მსოფლიოში მიჩნეულია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის(აღარაფერს ვამბობ გარემოზე მიყენებულ ზარალზე) მომეტებული საფრთხის შემცველ საგნად და მისი მართვა ცოდნასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასთანაც არის დაკავშირებული.
მთავარი:
სამძღოლო გამოცდა უნდა ჩატარდეს რეალურ საგზაო პირობებში!
მე მივესალმები და მხარს ვუჭერ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო / Service Agency of MIA of Georgia-ს Mariana Morgoshia ამ სიახლეს.
P.S. ეს სიახლე იმპულსს მიცემს მაღალკვალიფიციური პედაგოგ-ინსტრუქტორებზე და ავტოსკოლებზე მოთხოვნის გაჩენას, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.