არნოლდ შვარცენეგერი - მანქანაში უკან არასდროს ვზივარ!
არნოლდ შვარცენეგერი - მანქანაში უკან არასდროს ვზივარ!
08.06.2019
AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ არნოლდ შვარცენეგერთან. არნი გერმანულ ავტომწარმოებლებს უტევს, ეკოლოგიური ავტომობილებისთვის იბრძვის და ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს იხსენებს.

იმისათვის, რომ არნოლდ შვარცენეგერის სანტა მონიკას ოფისში მოხვდე, ჯერ არნოლდ შვარცენეგერი უნდა გაიარო. ტერმინატორის ფიგურა, რეალური სიმაღლით, კართან დგას. ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი ბოდიბილდინგში, ჰოლივუდის ექს-ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი (2003-2011) დღეს დილით საკმაოდ კარგ ხასიათზეა. ინტერვიუსთვის მან სამი მრჩეველი იახლა და გერმანულად გვესალმება: "Wie geht’s in Germany? (როგორ ხართ გერმანიაში?)"

71 წლის შვარცენეგერი დღესდღეობით ბევრ სოციალურ პროექტში მონაწილეობს, გლობალური დათბობის წინააღმდეგ
იბრძვის და ეკოლოგიური ტრანსპორტის მხარესაა. ჩვენთან ინტერვიუსთვის მან 30 წუთი გამოყო, მაგრამ საუბარი საათნახევარი გაგრძელდა.

AUTO BILD: მისტერ გუბერნატორ, გახსოვთ 2015 წლის ის მომენტი, როცა პირველად შეიტყვეთ ფოლკსვაგენის დიზელ-სკანდალის შესახებ?
შვარცენეგერი: რა თქმა უნდა! ჩემი პირველი ფიქრი იყო: ოჰ, ესე იგი, ამას გულისხმობდნენ, როცა თქვეს, რომ სხვა გეგმები ჰქონდათ.

AUTO BILD: ეს ვინ გითხრათ?
შვარცენეგერი: 2012 წელს, ფოლკსვაგენის მაშინდელ შეფ მარტინ ვინტერკორნს შვეიცარიაში შევხვდი. მე მას ვუთხარი, თუ ელექტროამძრავი გაქვთ, შეგიძლიათ, ჩემი სახელით გაარეკლამოთ-მეთქი. ვინტერკორნმა მიპასუხა: "დარწმუნებული ხართ, რომ ეს სწორი გზაა? ჩვენ სხვა გეგმები
გვაქვს."

AUTO BILD: როგორი იყო თქვენი რეაქცია?
შვარცენეგერი: იმედგაცრუებული დავრჩი. ვინტერკორნს ეტყობოდა, რომ ეს ოდნავადაც არ უნდოდა. ჩემი შეთავაზება მცირედითაც არ გაუხარდა.

AUTO BILD: შვიდი წლის შემდეგ, ფოლკსვაგენი და სხვა გერმანული მწარმოებლები ახალ გზას დაადგნენ...
შვარცენეგერი: ჰო, როგორც იქნა! მივმართავ გერმანულ ავტომწარმოებლებს: შეეშვით სხვა გეგმებს, შეეშვით ტყუილს. გახდით უფრო სუფთები! ასეთ შემთხვევაში ხალხი ყველაფერს გაპატიებთ. მათ შორის, მეც!

AUTO BILD: ძალიან ნაწყენი ჩანხართ...
შვარცენეგერი: ფოლკსვაგენის, პორშეს და აუდის დიდი ფანი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ პირველი სახალხო მანქანა ფოლკსვაგენ ხოჭო, პირველი სახალხო ელექტრომობილი გახდებოდა. ფოლკსვაგენს ასეთი ნაბიჯი რომ გადაედგა, შესაძლოა, დღეს ტესლა საერთოდ არ არსებულიყო.

AUTO BILD: კალიფორნიის გუბერტნატორის რანგში ეკოლოგიისთვის მებრძოლი პოლიტიკოსის სახელი დაიმკვიდრეთ. ეს როგორ მოხდა?
შვარცენეგერი: მანამდე საერთოდ არ ვიყავი გარემოს დამცველი. ეკოლოგიაზე ზრუნვა სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე, რაც გუბერნატორი გავხდი. მიზეზი ის იყო, რომ ვესაუბრე მეცნიერებს, რომლებმაც თვალები ამიხილეს. მაშინ ვთქვი, რომ ჩემი შტატი, ჩემი ხალხი უნდა დამეცვა.

AUTO BILD: ...და თქვენს შტატში ეკო-კანონები ძალიან გაამკაცრეთ.
შვარცენეგერი: დიახ, ძალიან აგრესიულები ვიყავით, რადგან კონკრეტული ხედვა და გეგმა გვქონდა, რომელიც გასცდა კალიფორნიის საზღვრებს და მთელი აშშ მოიცვა. მეტიც: ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გათვლილი ხედვა იყო. მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გლობალურად ვფიქრობდი. ამიტომაც გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი ბოდიბილდინგში. ეს ხომ მსოფლიო აღიარება იყო და არა მხოლოდ კალიფორნიული, ან გერმანული აღიარება.

AUTO BILD: როგორი რეაქცია ჰქონდათ პოლიტიკოსებს და ეკონომისტებს?
შვარცენეგერი: კარგად მახსოვს, ჩემთან თანაპარტიელები მოვიდნენ და მითხრეს, ეკონომიკას ანგერვო. და რა ხდება დღეს? კალიფორნიის ეკონომიკა მეხუთეა მსოფლიოში, ჩვენ ყველაზე მკაცრი ეკოლოგიური კანონები გვაქვს და თვით ვაშინგტონსაც კი ვაზანზარებთ.

AUTO BILD: თქვენი რეფორმების შემდეგ, განსაკუთრებით, ავტოინდუსტრია დაზარალდა. როგორი იყო ავტომწარმოებლების რეაქცია?
შვარცენეგერი: ერთხელ დეტროიტში ჩავედი და რას ვხედავ: დიდ პლაკატზე წერია - შვარცენეგერი ჩვენს ქალაქს ანადგურებსო. განსაკუთრებით კი 2006 წლის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მახსოვს.

AUTO BILD: გვიამბეთ, თუ შეიძლება...
შვარცენეგერი: ჩემს ოფისში მსოფლიო მასშტაბით 15 უმნიშვნელოვანესი ავტომწარმოებლის შეფებს შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგრად მიტევდნენ. ტოპ-მენეჯერები და მათი ლობისტები სახეში მიყურებდნენ და მეუბნებოდნენ: თქვენი კანონების გამო გიჩივლებთ, გუბერნატოროო. თუ საჭირო გახდება, მთელ შტატსაც ვუჩივლებთო. ისინი ამბობდნენ, რომ ვაშინგტონი მათ მხარეს იყო. მე მათ გადავხედე და ვუთხარი: ბატონებო, მატარებელმა დიდი ხანია, დატოვა სადგური. თქვენ ამ მატარებელს ვეღარ შეახტებით-მეთქი.

AUTO BILD: ცხადია, რომ ავტოინდუსტრიის ელექტრიფიცირების პროცესს გულისხმობდით. რა გიპასუხეს გერმანელებმა?
შვარცენეგერი: არ სჯეროდათ. მოგვიანებით ისინი ისევ ისხდნენ ჩემს ოფისში და ამბობდნენ: გუბერნატორო, სიახლე გვაქვს - Blue Tech ჰქვია. ეს რას ნიშნავს? - ვკითხე. მიპასუხეს: ეს არის სუფთა დიზელი. ძალიან ხმამაღლა გამეცინა. სუფთა დიზელი - ეს ისე ჟღერდა, როგორც სუფთა ფული ჟღერს. ეს სისულელე იყო. ამიტომაც ვუთხარი: ასეთი რამ არ არსებობს! ეს სიგიჟეა-მეთქი. გერმანელებს ისიც კი არ სურდათ, რომ ამ ტექნიკისთვის მწვანე ეწოდებინათ, ლურჯი დაარქვეს. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდოდათ მწვანე ფერთან ყოფილიყვნენ დაკავშირებულები.

AUTO BILD: თქვენი აზრით, რა არის გერმანული ავტომწარმოებლების პრობლემა?
შვარცენეგერი: მართვის კომპეტენცია აკლიათ. ეს ეხება როგორც მენეჯერებს, ისე პოლიტიკოსებს. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი გერმანული ინოვაციებით. გაოცებული ვიყავი იმით, თუ რაოდენ სწრაფად ააშენეს ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა ომის შემდეგ. ეს სწორედ ავტომობილებით მოახერხეს! ამ ყველაფრის გამო გერმანელებს უდიდეს პატივს ვცემდი. სწორედ ამიტომ დამწყვიტა გული დიზელის სკანდალმა. პირადად მე ამან ორმაგად დამწყვიტა გული. და ხანხახან, გერმანელები ჯერ კიდევ ნერვებს მიშლით.

AUTO BILD: რას გულისხმობთ?
შვარცენეგერი: ჩემმა მეგობარმა ქალმა Porsche Cayenne E-Hybrid აიღო ლიზინგით. გამყიდველმა უთხრა, პირველ 50 კილომეტრს სუფთა ელექტროსვლით გაივლითო. ტყუილი! მტკნარი სიცრუე! სულ რაღაც 20 კილომეტრის შემდეგ შიგა წვის ძრავა ირთვება. ანუ, ისევ გვასულელებთ!

AUTO BILD: როგორ გამოსავალზე ფიქრობთ?
შვარცენეგერი: ჩვენ, კალიფორნიაში დავაწესეთ ძალიან მკაცრი ზღვარი, რომელიც ყველა ავტომწარმოებელმა უნდა დაააკმაყოფილოს. რატომ არ დააწესა გერმანიის მთავრობამ ისეთი კანონი, რომელიც ავტომწარმოებლებს დაავალდებულებს, ელექტრომობილის გარკვეული ნორმა რომ დააკმაყოფილონ? ჩვენი მიზანი იყო, რომ გამონაბოლქვი მინიმუმ 25 პროცენტით შემცირებულიყო და ამ მიზანს, დაგეგმილი 2020-ის ნაცვლად, უკვე 2018 წელს მივაღწიეთ! ყველა ისე ლაპარაკობს, როგორც ქათმისა და კვერცხის ამბავია. რა იქნება პირველი - ელექტრომობილი, თუ ინფრასტრუქტურა? ჯერ კიდებ რამდენიმე წლის წინ ვთქვი: Fuck that! მე ახლა უბრალოდ ქათამს შევქმნი-მეთქი. და ავაშენეთ ჰაივეი წყალბადის ძალიან ბევრი სადგურით.

AUTO BILD: გერმანელი ავტომწარმოებლების ერთ-ერთი დიდი არგუმენტი ის არის, რომ ელექტრიფიცირების პროცესში ადამიანები მასობრივად დაკარგავენ სამსახურს.
შვარცენეგერი: როცა გუბერნატორი გახლდით, ავტომწარმოებლებთან ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი დისკუსიები მქონდა. მათთან ერთად ვმუშაობდი და მათაც იხეირეს. ისინი მენდნენ. როდესაც კანონებს ვცვლიდით, ყველანი ერთ მაგიდასთან ვისხედით: ეკოლოგები, ავტომწარმოებლები და პოლიტიკოსები. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით და ასე შევქმენით ასიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. ეს ხომ გერმანიაშიც შესაძლებელია? იმაზე ლაპარაკი, რომ ეკოლოგიურ ტექნიკაზე გადასვლით სამუშაო ადგილები გაქრება, დიდი სიგიჟეა. თუ გერმანელები ასეთ მიდგომას გააგრძელებენ, მალე ჩინელები გადაასწრებენ.

AUTO BILD: რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ელექტრომობილებზე გადასლა პირადი, სუბიექტური მიზეზების გამო არ სურთ? მათ ამის უფლება ნამდვილად აქვთ.
შვარცენეგერი: პრობლემა ის არის, რომ ბევრი ელექტრომობილი ჯერ კიდევ სულელურად გამოიყურება. ესეც რომ არ იყოს, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც პორშეს ძრავის ხმა უყვართ და უნდათ. ოკეი! მაგრამ მას მერე, რაც ჩემი ჰამერი ელექტრომობილად გადავაკეთებინე, არაფერი დამაკლდა. პირიქით. სიმართლე გითხრათ, დიზელის ძრავის ხმა ყოველთვის მძულდა. ახლა კი ელექტრომობილი მყავს, რომელსაც 500 ცხენის ძალა აქვს. მანამდე 220-ცხენისძალიანი მყავდა. დღეს, მარჯვენა პედალს ვაჭერ და მანქანა მიფრინავს. მას მერე, რაც ელექტრო-ჰამერი მყავს, ჩემი ბენტლი კაბრიოლეტი უსაქმოდ დგას.

AUTO BILD: ვიცით, რომ სწრაფად სიარული გიყვართ.
შვარცენეგერი: ერთხელ, ჩემი ახალი ბუგატით ჰაივეიზე გამაჩერეს. 200 კმ/სთ-ით მივდიოდი. პოლიციელმა გამიშვა, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ისევ გამაჩერეს, რადგან პირველმა პოლიციელმა თავის კოლეგას დაურეკა და ამ მეორეს ჩემთან ფოტოს გადაღება უნდოდა. ჩემი Dodge Challenger Hellcat-ით ერთხელ სულაც 250-ით მივდიოდი. საბედნიეროდ, კამერამ მხოლოდ მაშინ გამომიჭირა, როცა ჩემი სისწრაფე 180 კმ/სთ იყო. 70-იან წლებში, პრეზიდენტმა ნიქსონმა ჰაივეიზე 88 კმ/სთ სისწრაფე დააწესა - რათა ხალხს, ნავთობის კრიზისის გამო, საწვავი დაეზოგა. ნიქსონი ამის გამო ძალიან მძულდა.

AUTO BILD: სენატის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც თქვენსავით რესპუბლიკელია, ახლახან ინიციატივა წარმოადგინა, რომ კალიფორნიაში ორ ჰაივეიზე სისწრაფის შეზღუდვა მოიხსნას - როგორც გერმანულ ავტობანზეა.
შვარცენეგერი (ხმამაღლა იცინის): ეს მეც კი არ ვიცოდი. მას შეუძლია, კალიფორნიის ყველა გზაზე მოხსნას შეზღუდვა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის. ხუმრობა იქეთ იყოს და, ამერიკის ჰაივეიებზე იმდენად არასწორი გზებია, რომ ისინი ძალიან მაღალ სისწრაფეებზე არცაა გათვლილი.

AUTO BILD: სხვათა შორის, ამაზე ახლა გერმანიაშიც ლაპარაკობენ...
შვარცენეგერი: არა, არა, გერმანიაში სხვა ვითარებაა. გერმანიაში გზები ძალიან სწორი და კარგია. თქვენ, გერმანელებმა, ძალიან კარგად იცით, როგორ და რა დროს უნდა იაროთ სწრაფად.

AUTO BILD: როგორია Oval Office-ში ისეთ ადამიანთან ერთად ჯდომა, რომელიც ფანჯრიდან გაიხედავს, დაინახავს, რომ თოვს და იტყვის, გლობალური დათბობა სისულელეაო?
შვარცენეგერი: ცხადია, რომ ის გეოგრაფიის გაკვეთილებზე უყურადღებოდ იყო. მე მიყვარდა გეოგრაფია. ვიცი, რომ ვაშინგტონში ფანჯრიდან ყურებით ვერ დაინახავ, რა ხდება აფრიკაში, ან ავსტრალიაში. იქ დედამიწა სიცხისგან იწვის! პრეზიდენტ ტრამპს ამის დანახვა არ სურს. ტოტალურად აიგნორებს გარემოს დაცვას. მაგრამ თვით ისიც კი ვერ შეცვლის იმას, რაც კალიფორნიაში ხდება. იმიტომ, რომ რეალური ძალაუფლება რეგიონულ მთავრობებს აქვთ.

AUTO BILD: გერმანიის კანცლერი ფიზიკოსია და წესით, უკეთ უნდა იცოდეს...
შვარცენეგერი: პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის ანგელა მერკელის დიდი ფანი ვიყავი - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსაზრებები ხშირად განსხვავდებოდა. ელექტრომობილურობის თვალსაზრისით ის ძალიან ნელა მოქმედებდა. პირადად მე დევნილების საკითხსაც სხვანაირად გადავწყვეტდი. მაგრამ საერთო ჯამში, ის კარგი კანცლერია. თუმცა მერკელის შემდეგ გერმანიას ისეთი კანცლერი სჭირდება, რომელიც მომავალს კომპლექსურად შეხედავს და შეიცნობს. მიგრაციის პრობლემები, ეკოლოგიის პრობლემები, ევროკავშირი, რუსეთი... მსოფლიო ძალიან დინამიკურია. თქვენ, გერმანელებს, ხალხის ნამდვილი მსახური გჭირდებათ.

AUTO BILD: თქვენ ფიქრობთ, რომ ეკოლოგიაზე აქცენტირებით არჩევნების მოგება მართლაც შესაძლებელია?
შვარცენეგერი: ჰო, გეთანხმებით, რომ გლობალურად ეს საკმაოდ აბსტრაქტული თემაა, არჩევნებს კი კონკრეტული თემები იგებს. მაგრამ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ დაუშვებელია, ვცხოვრობდეთ მდიდარ გარემოში და ბავშვები დაბინძურებული ჰაერის გამო დაიხოცონ. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეთრი დათვი, რომელიც ერთი მცურავი, დნობისკენ წასული ყინულიდან მეორეზე გადახტება. თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მთავრობამ ხალხი უნდა დაიცვას.

AUTO BILD: ავტოპილოტზე რას ფიქრობთ?
შვარცენეგერი: ამისათვის ზედმეტად მოხუცი ვარ. ავტოპილოტის არაფერი მესმის. ავტომობილში მე ყველაფრის კონტროლი მიყვარს. სხვათა შორის, ცუდი თანამგზავრი ვარ. საჭესთან ყოველთვის თვითონ უნდა ვიჯდე. მიყვარს მანქანის მართვა. რა ჯობია იმას, რომ ჰაივეიზე საყვარელი მანქანით მიდიხარ და საყვარელი მუსიკა გაქვს ჩართული. ამაზე მაგარი შეგრძნება იშვიათია. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ავტოშოუზე მერსედესის სტუდიურ მოდელში ჩამსვეს, რომელსაც ავტოპილოტი მართავდა და მძღოლი არ სჭირდებოდა. უკან ვიჯექი, რადგან წინ ჯდომა იმ მანქანაში არ არსებობდა. საშიში იყო! ავტომობილში უკან არასდროს ვზივარ. არასოდეს!

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
ავტოსპორტი
article image
განახლებული Mercedes-AMG E 63
2020-06-19 04:15:54
Mercedes-AMG-მ განახლებული E 63 სედანი და უნივერსალი წარმოადგინა.
სრულად
article image
Cat Image
წარმოდგენილია ახალი თაობის Lexus IS
2020-06-17 04:27:49
კომპანიამ Lexus ოფიციალურად წარმოადგინა ახალი თაობის სედანი IS. ეს არის სედანის მეოთხე თაობა და მისი დებიუტი მოხდა ვერსიით IS 350 F Sport.
სრულად
article image
Cat Image
უზარმაზარ ნესტოინი ახალი თაობის BMW 4 Series
2020-06-03 09:56:35
კომპანიამ BMW ოფიციალურად წარმოადგინა ახალი თაობის მეოთხე სერია.
სრულად
როგორ გამოიყურება მეგან მარკლისა და პრინც ჰარის 14 მილიონიანი სასახლე ვანკუვერში - სად ცხოვრობს მეამბოხე წყვილი
17 იდეა აგარაკისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ თქვენს ნაკვეთში
როგორ განვათავსოთ საწოლი პატარა ზომის სახლში – 9 საინტერესო შემოთავაზება
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
25
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა ვარკეთილში
13300
იყიდება 2 ოთახიანი ბინა ბათუმში
ქართველების დიდებული მატჩი - შენგელიას 21 ქულა, შერმადინის ორმაგი დუბლი [VIDEO]
"ბარსელონამ" შესაძლოა, საბედისწერო ქულები დაკარგა - "რეალს" გალიდერება შეუძლია [VIDEO]
"ვინ ჯანდაბაა აბურჯანია?!" - "ტვენტეს" ახალი მწვრთნელი
სხვა სიახლეები
რამდენი ელექტროფიცირებული მოდელი ეყოლება BMW-ს 2025 წლისთვის
30.09.2018
გერმანული BMW მკაცრად მიჰყვება მის მიერ დასახულ გეგმას, რომელიც 2025 წლისათვის კომპანიის სამოდელო გამაში 25 მოდელის ელექტროფიცირებას ითვალსიწნებს
სრულად
Bentley სამომავლოდ კიდევ ერთ მომცრო ქროსოვერზე და უფრო მეტ ჰიბრიდულ მოდელზე ფიქრობს
22.08.2018
გამოცემა Autocar-ი კომპანია Bentley-ის შეფს ადრიან ჰოლმარკს ესაუბრა, რომელიც გამოტყდა, რომ კომპანია სამომავლოდ კიდევ ერთ ქროსოვერს განიხილავს მის სამოდელო გამაში.
სრულად
Tesla 25,000 ათასიან ელექტრომობილს 3 წელიწადში შექმნის
19.08.2018
კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა youtub-ერ მარკეს ბრაუნლისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს სადღაც სამ წელიწადში კიდევ უფრო დაბალფასიანი ელექტრომობილის წამროებას
სრულად
ყველაზე კითხვადი
გერმანია ელექტრომობილების მყიდველებს 9 ათას ევროს აჩუქებს
გერმანია ელექტრომობილების მყიდველებს 9 ათას ევროს აჩუქებს
ვიდეო: სამი უძლიერესი სუპერქარი ერთმანეთის წინააღმდეგ - Ferrari 488 vs McLaren 720S vs Lamborghini Aventador
ვიდეო: სამი უძლიერესი სუპერქარი ერთმანეთის წინააღმდეგ - Ferrari 488 vs McLaren 720S vs Lamborghini Aventador
КамАЗ-მა წარმოადგინა გიგანტური სატვირთო რომელსაც БелАЗ-ის ტვირთამწეობა აქვს
КамАЗ-მა წარმოადგინა გიგანტური სატვირთო რომელსაც БелАЗ-ის ტვირთამწეობა აქვს
ათობით ელექტრომობილი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა
ათობით ელექტრომობილი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა
მოროდიორებმა ავტოსალონები დაარბიეს, ავტომობილები დაწვეს და ნაწილი გაიტაცეს
მოროდიორებმა ავტოსალონები დაარბიეს, ავტომობილები დაწვეს და ნაწილი გაიტაცეს
„წამლის“ მოქმედება ივლის-აგვისტოში გაივლის და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებში შევა ყველა“ - „აი სი არ ჯგუფი“ ბრენდული მაღაზიების შესაძლო დახურვაზე
ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოში „პარფოისის“ მაღაზიები შესაძლოა, დაიხუროს
რედაქტორის რჩევით
დასახელდა ყველაზე პორბლემური ავტომატური გადაცემათა კოლოფები
დასახელდა ყველაზე პორბლემური ავტომატური გადაცემათა კოლოფები
შედგენილია ყველაზე პრეტენზიული ძრავების სია
შედგენილია ყველაზე პრეტენზიული ძრავების სია
ავტოფარეხში ნაპოვნია საბჭოთა ავტოქარხსნის დირექტორის девятка
ავტოფარეხში ნაპოვნია საბჭოთა ავტოქარხსნის დირექტორის девятка
კვარაცხელიამ ჯერ სასწაული გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ სამეფო ასისტი გააკეთა [VIDEO]
რინგზე ხელს ვერ არტყამდნენ, კარიერის დასრულების შემდეგ კი მანქანამ გაიტანა - ფერნელ უითაკერის საოცარი ისტორია [VIDEO]
"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს
ხუმრობა
ჯეიკობის დაცვა
ეიფორია