2019 წლის ივლისის ბოლოს იაპონიაში დაიწყება ელექტრომობილების ტესტირება, რომლებიც აღჭურვილია მაღალეფექტური მზის პანელებით. მას კომპანია Toyota წარმოადგენს Sharp-თან თანამშრომლობით. კომპანიის არსენალში უკვე მოიპოვება მზის პანელებით აღჭურვილი Prius PHV, თუმცა ამ გზით მიღებული ენერგია საკმარისია მხოლოდ დამხმარე მოწყობილობების მარაგისთვის. სიახლე კი 4,8-ჯერ უფრო მძლავრია და ავტომობილს საშუალებას აძლევს, დამატებით 56.3 კმ მანძილი გაიაროს.
როგორც კომპანიის პრესსამსახური იტყობინება, მზის ფოტოფირების პანელები არა მხოლოდ ავტომობილის სახურავზე, ასევე საბარგულსა და კაპოტის ნაწილზეც განთავსდა. შედეგად კი, ავტომობილის სიმძლავრე გაიზარდა 860 ვატამდე. ამ მაღალეფეტურ მოდულებზე კომპანია Sharp-მა
იმუშავა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ამ გზით მიღებული ენერგია ავტომობილს 56,3 კმ მანძილს დაფარვინებს. ეს, რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ წინასწარი ციფრებია, რეალურს კი კომპანიები გზებზე ტესტირების შემდეგ მიიღებენ.