„თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებით, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე http://tiny.cc/TAVGeorgia, გაეცნოთ შესაბამის მოთხოვნებს და 2019 წლის 16 აგვისტოს 17:00 საათამდე მოგვაწოდოთ თქვენი განაცხადი,“-აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება მოთხოვნებს, TAV Georgia-ს ცნობით:
- ავტომობილები უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული, სუფთა, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით;
-
აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ
- ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით ,,აეროპორტის ტაქსი“;
- ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული 30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისათვის;
- მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით;
- ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა. მგზავრის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მძღოლმა უნდა გასცეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
-
ამასთან, როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული,
- რაც შეეხება ტარიფებს, მგზავრის გადაყვანა აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი ფიქსირებული ტარიფით (ქალაქის ცენტრამდე და სხვა უბნებში) ან ტაქსომეტრით; მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს მგზავრთა მომსახურება ე.წ. „შატლ სერვისით“.