ვინ მიაწვდის მთავრობას 135 მაღალი გამავლობის "ჯიპს"
ვინ მიაწვდის მთავრობას 135 მაღალი გამავლობის "ჯიპს"
24.07.2019
ტენდერში, რომელიც მთავრობისთვის 135 მაღალი გამავლობის ჯიპის მიწოდებას გულისხმობდა, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

შეგახსენებთ, რომ შესყიდვა 3 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 ივლისს დასრულდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარი იყო. ტენდერში წინადადებები ორმა კომპანიამ - შპს „სენა ავტომ“ და სს „ფრანს ავტომ“ წარადგინა. მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი შესაბამისად, 8 982 495 და 8 835 750 ლარი იყო. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად სს „ფრანს ავტო“ გამოცხადდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი,
არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლოატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად - უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ასევე შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის და მათი შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების
დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.

კერძოდ, მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა 44 სხვადასხვა უწყებისთვის ხდება.

„ფრანს ავტო“  კომპანია რენოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთის მოქალაქე - გიორგი ცნობილაძეა; მისი მოადგილე - დავით გოგორიშვილი, რომელსაც 2016-2017 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში, 3 ათასი ლარი აქვს შეწირული.



ავტორი:თაია არდოტელი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
2019-06-25 20:00:00
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ?
სრულად
article image
Cat Image
ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
2019-06-25 20:00:00
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს.
სრულად
article image
Cat Image
Jeep Gladiator - მისი არენა მთელი მსოფლიოა!
2019-06-09 07:23:11
ჯიპ გლადიატორი ორკაბინიანი ყველგანმავალ-პიკაპ-კაბრიოლეტია. ასეთი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნების მომგვრელია
სრულად
კედლის მარაო სახლში ბარაქასა და იღბალს მოგიტანთ - ფენ-შუის წესები
ტოპ-10: საუკეთესო დივან-საწოლები მოულოდნელი სტუმრებისთვის
ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა! [VIDEO]
ბრიტანული პრესა: "ჩიხურა" სოფლის გუნდია, არც გულშემატკივრები ჰყავთ და...
ვინ არის ინგლისური პრემიერლიგის ჰომოსექსუალი ვარსკვლავი?
სხვა სიახლეები
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს
25.07.2019
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს.
სრულად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება
25.07.2019
2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ქეშით გადახდა აიკრძალება.
სრულად
24.07.2019
თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
ფრთხილად, საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას - საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBCBANK GROUP-ის ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ
თემურ ჭყონია - ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება
რედაქტორის რჩევით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: გამარჯვებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს
ზაზა ფაჩულია "ბოსტონში" გადავა?
15 მოგება, 2 მარცხი - Bellator-მა კონტრაქტი ერთხელიან მებრძოლს გაუფორმა [VIDEO]
ახალბედა პოლიციელი
ქაღალდის სახლი
სიჩქარის წყურვილი