თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს
თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს
24.07.2019
თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ განაცხადა, აღნიშნულ რეკომენდაციას მერიას კომპანია „სისტრა“ აძლევს და ურჩევს, რომ თუკი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე პარკირებას დატოვებს, ის ფასიანი იყოს.

„დღეს ქალაქში პარკინგი ძალიან მოუწესრიგებელია. ვაჩერებთ იქ, სადაც მოგვინდება, რაც დამატებით ქაოსს ქმნის. როგორც კი ფასიანი პარკინგები შემოვა და ადამიანები ნახავენ, რომ ტროტუარზე მანქანას ვეღარ გააჩერებენ, მიეჩვევიან და კეთილს ინებებენ ჩვენი მძღოლები, გადაიხდიან პარკინგში საფასურს, ან არ წავლენ მანქანით.
გარდა ამისა, ფასიანი პარკინგი შეიძლება კერძო ბიზნესისთვისაც საინტერესო გახდეს. ახლა რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერი თბილისის მერიას ჩაუვარდა, რადგან ინტერესთა გამოხატვა არ მოხდა. სანამ დაუსჯელად შეგვიძლია ყველგან გაჩერება, ფასიანი პარკინგის ბიზნესი თბილისში ვერ იმუშავებს. ჩვენი მოსაზრებით, საინტერესო იქნება პარკინგის გაკეთება ფილარმონიასთან მიმდებარე მოედანზე, საინტერესო იქნება ვაკეში, პიქსელთან, გეგეშიძის ბაღთან, ასევე ქალაქის ისტორიულ ცენტრში ნებისმიერ ადგილზე. ჩვენ აქამდეც გვქონდა რეკომენდაცია, რომ ქუჩაში პარკინგებით დაკავებული ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს. საჭიროა ან მიწისქვეშა პარკინგი, ან რაიმე სხვა ტერიტორიაზე პარკინგი. გზისპირა და გზაზე პარკინგი უნდა დამთავრდეს ქალაქში, რათა დარჩეს საკმარისი ადგილი როგორც
კერძო ავტომობილებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. პარკინგის მოწესრიგების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პარკომეტრია, თუ გვინდა პარკინგით სარგებლობა, უნდა გადავიხადოთ. მანქანის ყოლა ევროპაში ყველგან ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ მანქანა გვინდა, უნდა გადავიხადოთ, თუ არა, უნდა ვიაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდება და მეც უწესო ვარ, არ ვითვალსწინებ ქალაქში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ რომ მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეც გადავჯდები და არ ვისარგებლებ კერძო ავტომობილით“, - განაცხადა აბესაძემ.


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
2019-06-25 20:00:00
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ?
სრულად
article image
Cat Image
ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
2019-06-25 20:00:00
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს.
სრულად
article image
Cat Image
Jeep Gladiator - მისი არენა მთელი მსოფლიოა!
2019-06-09 07:23:11
ჯიპ გლადიატორი ორკაბინიანი ყველგანმავალ-პიკაპ-კაბრიოლეტია. ასეთი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნების მომგვრელია
სრულად
კედლის მარაო სახლში ბარაქასა და იღბალს მოგიტანთ - ფენ-შუის წესები
ტოპ-10: საუკეთესო დივან-საწოლები მოულოდნელი სტუმრებისთვის
ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა! [VIDEO]
ბრიტანული პრესა: "ჩიხურა" სოფლის გუნდია, არც გულშემატკივრები ჰყავთ და...
ვინ არის ინგლისური პრემიერლიგის ჰომოსექსუალი ვარსკვლავი?
სხვა სიახლეები
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს
25.07.2019
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს.
სრულად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება
25.07.2019
2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ქეშით გადახდა აიკრძალება.
სრულად
24.07.2019
თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
ფრთხილად, საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას - საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBCBANK GROUP-ის ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ
თემურ ჭყონია - ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება
რედაქტორის რჩევით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: გამარჯვებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს
ზაზა ფაჩულია "ბოსტონში" გადავა?
15 მოგება, 2 მარცხი - Bellator-მა კონტრაქტი ერთხელიან მებრძოლს გაუფორმა [VIDEO]
ახალბედა პოლიციელი
ქაღალდის სახლი
სიჩქარის წყურვილი