თბილისში სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს
თბილისში სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს დედაქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს
24.07.2019
თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს.

„ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ - ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს
მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში“, - განაცხადა აბესაძემ.

თუმცა, როგორც აბესაძე ამბობს, მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძვირდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთავიდან თბილისამდე გადადგილების საფასური შეიცვლება, რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან
იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები. ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს. სხვა ქალაქებიდან შემოსული ტრანსპორტის გამართულობა და ხარისხი არ რეგულირდება. სატვირთო ავტომობილი რომ გგონია, შეიხედავ და მგზავრები უზის. სამწუხაროდ, თბილისის მუნიციპალიტეტს არ აქვს ამაზე ზემოქმედების ბერკეტები, რადგან ეს არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რეგულირების სფერო. ამას ტექდათვალიერება თუ დაარეგულირებს. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი მოძრაობა დადგენილი წესების მიხედვით მოხდეს“, - განაცხადა აბესაძემ.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
2019-06-25 20:00:00
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ?
სრულად
article image
Cat Image
ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
2019-06-25 20:00:00
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს.
სრულად
article image
Cat Image
Jeep Gladiator - მისი არენა მთელი მსოფლიოა!
2019-06-09 07:23:11
ჯიპ გლადიატორი ორკაბინიანი ყველგანმავალ-პიკაპ-კაბრიოლეტია. ასეთი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნების მომგვრელია
სრულად
კედლის მარაო სახლში ბარაქასა და იღბალს მოგიტანთ - ფენ-შუის წესები
ტოპ-10: საუკეთესო დივან-საწოლები მოულოდნელი სტუმრებისთვის
ეს მოხუცები ყიდიან სახლს, რომელშიც 78 წელი იცხოვრეს - სახლში შესული მყიდველები გაოცებას ვერ მალავდნენ
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
30
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა! [VIDEO]
ბრიტანული პრესა: "ჩიხურა" სოფლის გუნდია, არც გულშემატკივრები ჰყავთ და...
ვინ არის ინგლისური პრემიერლიგის ჰომოსექსუალი ვარსკვლავი?
სხვა სიახლეები
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს
25.07.2019
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინტეგრირებული ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე იყოს.
სრულად
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება
25.07.2019
2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ქეშით გადახდა აიკრძალება.
სრულად
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან პარალელურ ქუჩებზე ასახვევები გაუქმდება
24.07.2019
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან პარალელურ ქუჩებზე ასახვევები გაუქმდება.
სრულად
ყველაზე კითხვადი
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
როდის დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
რა ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე გზის სამუშაოები
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
რომელ ქალაქებში ვერ ჩატარდება პირველ ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა.
ფრთხილად, საპენსიო დანაზოგის შემოწმებისას - საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBCBANK GROUP-ის ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ
თემურ ჭყონია - ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება
რედაქტორის რჩევით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
ნაპოვნია Tesla Model S მილიონი კილომეტრის გარბენით
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Mercedes-Benz უარს იტყვის პიკაპზე X-Class
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
Volkswagen თურქეთში ქარხანას გახსნის
თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: გამარჯვებისთვის 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს
ზაზა ფაჩულია "ბოსტონში" გადავა?
15 მოგება, 2 მარცხი - Bellator-მა კონტრაქტი ერთხელიან მებრძოლს გაუფორმა [VIDEO]
ახალბედა პოლიციელი
ქაღალდის სახლი
სიჩქარის წყურვილი