რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა შეფერხდა – მთავრობა
რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა შეფერხდა – მთავრობა
27.09.2019
2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა წელს, კრედიტის დაფინანსების ნაწილი, ჯამში 143.9 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 36.7 მილიონი ლარით იზრდება.

ამ ცვლილების გათვალისწინებით, 2019 წელს მაგისტრალების მშენებლობისთვის 707 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში – 455 მილიონი ლარი.

„მიმდინარე წლის პროექტების შესრულების პროგნოზი, მათი განსაკუთრებული მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, საჭიროებს კორექტირებას და დაფინანსება ნაწილობრივ გადაინაცვლებს მომდევნო წლებში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო
315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ათვისებული იქნება ჯამში 130 მლნ ლარამდე,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით:

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB), კრედიტის ნაწილში მცირდება 56.0 მლნ ლარით, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირედი ზრდის გათვალისწინებით ჯამურად მცირდება 54.6 მლნ ლარით და მიმდინარე წელს ასათვისებელი რესურსი განისაზღვრება 25,5 მლნ ლარით. აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხება ძირითადად გამოწვეულია განსახლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეებით;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა ძირულას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB), კრედიტის ნაწილში მცირდება 80.8 მლნ ლარით,
ხოლო მასთან დაკავშირებული თანადაფინანსების შემცირების გათვალისწინებით ჯამურად მცირდება 93.6 მლნ ლარით. ამ მონაკვეთზე 2019 წელს მიიმართება ჯამურად 26.4 მლნ ლარი. აღნიშნულ კომპონენტში შეფერხება გამოიწვია საზედამხედველო კომპანიის შერჩევის გაჭიანურებამ;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) მცირდება 38.6 მლნ ლარით (სრულად კრედიტის ნაწილში) და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 21,4 მლნ ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებით შეიცვალა დონორი. ამ მონაკვეთზე პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს [JICA] ნაცვლად აზიის განვითარების ბანკი [ADB] დააფინანსებს.

„რაც შეეხება პირველ კომპონენტს – თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB, WB) – აღნიშნული მონაკვეთის დაფინანსებისათვის კანონით განსაზღვრულია 55.6 მლნ ლარი და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.

მცირდება დონორული დაფინანსება გრიგოლეთი-ქობულეთის [ჩოლოქის] ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობაზეც კრედიტების ნაწილში 22.7 მილიონი ლარით. შესაბამისად, ჯამურად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მილიონი ლარი მიიმართება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

კანონპროექტის მიხედვით, საგზაო პროექტებში გამოთავისუფლებული რესურსით იზრდება:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB) დაფინანსება 125,8 მლნლარით, მათ შორის კრედიტის ნაწილში 106 მლნ ლარი. ჯამურად ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ათვისებული იქნება 270.7 მლნ ლარი;

ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობა დაფინანსება იზრდება 20,5 მლნ ლარით და ჯამურად 74.5 მლნ ლარით განისაზღვრება;

საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის დაფინანსება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან შიდა გზებს, იზრდება 107 მლნ ლარით და ჯამურად ამ მიმართულებით 588.2 მლნ ლარი მიიმართება.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში პროექტების დაფინანსება, რომელიც მოიცავს სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტებს, მცირდება 42.3 მლნ ლარით, მათ შორის კრედიტის ნაწილში 36.6 მლნ ლარით. ჯამურად ამ მიმართულებით 2019 წელს მიიმართება 258.2 მლნ ლარი. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზაზე განსახლების ღონისძიებების გაჭიანურებით.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დღეს, 26 სექტემბერს, დაიწყო.

netgazeti
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
2019-06-25 20:00:00
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ?
სრულად
article image
Cat Image
ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
2019-06-25 20:00:00
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს.
სრულად
article image
Cat Image
Jeep Gladiator - მისი არენა მთელი მსოფლიოა!
2019-06-09 07:23:11
ჯიპ გლადიატორი ორკაბინიანი ყველგანმავალ-პიკაპ-კაბრიოლეტია. ასეთი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნების მომგვრელია
სრულად
ცნობილების აგარაკები: დუტა სხირტლაძე, ნინი ბადურაშვილი, ლაკო ბუკია - სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი სელებრითები
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
30
ქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა ვარკეთილში
ეკა გორგოძე აღარ ხუმრობს - ზედიზედ მესამე ტურნირის მოგებისკენ მიიწევს
ვანდა ნარა იკარდის არყოფნაში მთლიანად გაშიშვლდა [VIDEO]
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: იტალიამ კანადასაც იოლად მოუგო [VIDEO]
სხვა სიახლეები
„ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” კამპანიაში საქართველოც ერთვება
26.09.2019
„ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” კამპანიაში საქართველოც ერთვება
სრულად
ტაქსის მანათობელ ნიშნებს, რომლებიც მძღოლებს უფასოდ დაურიგდებათ, წარწერა: „ტაქსი თბილისი“ ექნება
26.09.2019
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის რეფორმაზე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, კიდევ ერთხელ საუბრობს.
სრულად
26.09.2019
თბილისის მერიამ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
სრულად
ყველაზე კითხვადი
მძღოლები ტექინპექტირების გაუვლელობის გამო შესაძლოა, უფრო ხშირად დაჯარიმდნენ
მძღოლები ტექინპექტირების გაუვლელობის გამო შესაძლოა, უფრო ხშირად დაჯარიმდნენ
ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილები მაინც გადაადგილდებიან
ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილები მაინც გადაადგილდებიან
შსს რეგულაციებს ამკაცრებს - საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა
შსს რეგულაციებს ამკაცრებს - საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა
როგორი იქნება ახალი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მოწყობაც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იგეგმება (+ვიდეო)
როგორი იქნება ახალი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მოწყობაც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იგეგმება (+ვიდეო)
„სან ანდრეასი“ გალში - როგორ მოახერხა ახალგაზრდა ქალმა ოკუპირებულ რეგიონში ბიზნესის დაწყება
ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აღარ აიკრძალება - მინისტრის ბრძანება გაუქმდა
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების რიგებია - რა ცვლილებები შეიტანა რუსეთმა საზღვარზე გადაადგილების წესში
რედაქტორის რჩევით
პირველი ქართული წარმოების ელექტრომობილი „ორვო“ ქუთაისში წარმოადგინეს
პირველი ქართული წარმოების ელექტრომობილი „ორვო“ ქუთაისში წარმოადგინეს
ეს Aston Martin ქართველის მიერაა შექმნილი
ეს Aston Martin ქართველის მიერაა შექმნილი
Lada ჟანგიან მოდელებს „ლეიკოპლასტით“ გამოასწორებს
Lada ჟანგიან მოდელებს „ლეიკოპლასტით“ გამოასწორებს
ამ კაცს 123 დოლარიანი ჯარიმის გასაჩივრება 37,000 დოლარი დაუჯდა
ამ კაცს 123 დოლარიანი ჯარიმის გასაჩივრება 37,000 დოლარი დაუჯდა
ეკოლოგებმა ყველაზე „ბინძური“ მწარმოებლები დაასახელეს
ეკოლოგებმა ყველაზე „ბინძური“ მწარმოებლები დაასახელეს
The Best - ფიფამ ნიკარაგუელები სიცრუეში, ხოლო ეგვიპტელები და სუდანელები დილეტანტიზმში ამხილა
ფიჯელებს საქართველო დანიაში აერიათ [PHOTO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის წაგების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა
ფორსაჟი 3: ტოკიო დრიფტი
ორმაგი ფორსაჟი (ფორსაჟი 2)
ფორსაჟი