ინვესტორმა ჯონი ჩუნგ შან ი-მ 969,000 დოლარად გაყიდა მისი კუთვნილი საპარკინგე ადგილი 73-სართულიან საოფისე შენობაში The Center, რომელიც მდებარეობს ჰონგ-კონგის ცენტრალურ რაიონში. გაყიდული ფართის ოდენობა 12,5 კვადრატული მეტრია.
ყველაზე ძვირად ღირებული საპარკინგე ადგილი მიწისქვეშა სამსართულიანი პარკინგის ზედა სართულზეა. თავად შენობაში კი 402 ავტომობილისთვის განკუთვნილი ადგილია. აღსანიშნავია, რომ აქ ავტომობილის საპარკინგე ადგილის ფასი სამჯერ აღემატება ჰონგ-კონგში საცხოვრებლის ფასს. თავად შენობას ჰონგ-კონგში ყველაზე ძვირად ღირებულ საოფისე შენობას ეძახიან და ის 5,15 მილიარდი დოლარი ღირს.
აქამდე ყველაზე ძვირად ღირებულ საპარკინგე ადგილად 2018 წელს ითვლებოდა
ასევე ჰონგ-კონგში 760,000 დოლარად გაყიდული Sun Hung Kai Properties Ultima შენობაში მდებარე ფართი.
საპარკინგე ადგილების სიძვირით ჰონგ-კონგს მხოლოდ ლონდონი თუ შეედრება, სადაც ავტომობილის პარკინგისთვის ფართის საშუალო ღირებულება 220 ათასი გირვანქა სტერლინგია. კამდენის, ისლინგტონისა და ლამბეტის რაიონებში კი 500 ათასს აღწევს.
- რა მანქანა ვიყიდოთ
- ავტო-ცნობარი
- სიახლეები
- ტესტები
- მრჩეველი
- რეპორტაჟი
- მართვის მოწმობა
- ოქროს საჭე