ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყო
29.10.2019
მომავალი წლიდან ქუთაისი ოფიციალურად დაიბრუნებს ავტომშენებელი ქალაქის სტატუსს, თანაც უძველესიდან პირდაპირ სუპერთანამედროვეზე გადაერთვება და დაიწყებს როგორც ჩინური, ისე სრულად ქართული, ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილების წარმოებას წარწერით: Made in Georgia!

კომპანია "აიგრუპი" ქუთაისში 100 ჰა ფართობზე აშენებს ინდუსტრიულ კომპლექსს, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა, იმუშავებს მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. ყველა მათგანის ამუშავების შემდგომ კომპლექსში 3000-მდე კაცი დასაქმდება და როგორც კომპანიაში ამბობენ, 100% ადგილობრივი მცხოვრები იქნება! ელექტრომობილების საწარმოს აშენება გასულ კვირას დაიწყო და კომპანია "აიგრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანთან
ინტერვიუც ამაზე ლაპარაკით დავიწყეთ:

- ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ გასულ კვირას ავტომშენებლის ქუჩაზე, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე, უკვე დაიწყო მუშაობა. ელექტრომობილების საწარმოს ქუთაისში აშენება ადგილობრივი ავტოწარმოების ტრადიციებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. ამ მასშტაბის საწარმო აუცილებლად შეუწყობს ხელს რეგიონის განვითარებას. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველად აშენდება ელექტრომობილების ამწყობი საწარმო, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. პროექტის თანახმად, ქარხანა ოთხი მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით: Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

- ელექტრომობილების საწარმო ინდუსტრიული კომპლექსის მხოლოდ პირველი პროექტია. კომპლექსი კიდევ
რა საწარმოებს გააერთიანებს?

- იქნება მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც. შედეგად, ინდუსტრიული კომპლექსი, სადაც 3000-მდე კაცი დასაქმდება, რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა. საბედნიეროდ, ქუთაისს აქვს პროექტისთვის აუცილებელი სპეციალისტების რესურსი. უკვე მოვძებნეთ ინჟინრები, შემდუღებლები, საწარმო ხაზების სპეციალისტები და მენეჯერები, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტს. საწარმოო პროცესების პარალელურად, იგეგმება საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. ვაპირებთ გავხსნათ ტექნიკური კოლეჯიც, სადაც ახალგაზრდები ავტოწარმოების სპეციალობებს დაეუფლებიან.

- სექტემბერში ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წარდგენილი ელექტრომობილი ბევრმა ქართულის პროტოტიპად ჩათვალა.

- სამეცნიერო პიკნიკის ეგიდით წარვადგინეთ ელექტრომობილის ის მოდელი, რომელიც ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოში აეწყობა. ის სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ჩინეთიდან, რათა ჩავრთოთ ჩვენი ელექტრომობილების გაზიარების სერვისში "აიქარი". გვინდა მომხმარებელმა გამოცადოს "ჩანგანის" მოდელი "EADO", რომლის წარმოებასაც ადგილობრივად ვთავაზობთ.

- ახალი ქართული საავტომობილო ბრენდის დიზაინზე ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია მუშაობს. როდისთვის უნდა ველოდოთ ახალ მოდელს და დასახელებას?- ზვიად ციკოლიას დიზაინს მოსახლეობა წარმოების დაწყების შემდგომ იხილავს. ამ ეტაპზე ზუსტ თარიღს ვერ ვასახელებთ, ისევე როგორც ბრენდის სახელწოდებას, რომელიც ჯერ მუშავდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრენდს ერქმევა "ორვო", რაც ძველ კოლხურად "რვას", "უსასრულობას" ნიშნავს. მართალია?

- "ორვო" არა ავტომანქანის, არამედ ქარხნის სახელწოდების ერთ-ერთი ვარიანტია. ამ ვერსიის ავტორია ჩვენი ბრენდდირექტორი გიგა ხატიაშვილი.

- ქართული წარმოების პირველმა ავტომანქანამ მზის სინათლე უკვე 2020 წელს უნდა იხილოს. ამ ვადაში ლაპარაკია მხო­ლოდ ჩინური კორპორაცია "ჩანგანის" სამოდელო რიგის ავტომობილების ქუთაისში წარმოებაზე, თუ პირველ ქართულ ელექტრომობილსაც გაისად ვნახავთ?

- თავდაპირველად წარმოებაში ჩაეშვება "ჩანგანის" მოდელები, პარალელურად კი დაიწყება მუშაობა იმ ელექტრომობილზე, რომელსაც ზვიად ციკოლია შემოგვთავაზებს.

- ელექტრომობილების საწარმოს სრულად­ დატვირთვის შემდგომ ინდუსტრიულ კო­მპლექსში დასაქმებულთა რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. დაახლოებით რამდენი პროცენტი იქნება ადგილობრივი?- 100%! "ჩანგანთან" გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ჩინური მხარე მხოლოდ ტექნოლოგიებს მოგვაწვდის. ასე რომ, ჩვენი კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი გახდება რეგიონში.

- წლიურად 40 000 ელექტრომობილის წარმოებას გეგმავთ. აქედან ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. დარწმუნებული­ ხართ, რომ ქართული წარმოების ავტომანქანები კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ ავტომობილებს, რომლებიც მეორადია და შესაბამისად, ნაკლებფასიანი? ქართული ბრენდის მოდელები ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი?

- ვამუშავებთ ლიზინგის სისტემას, რომელიც საქართველოში წარმოებულ მანქანებს ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომს გახდის.

- იგეგმება ოთხი სხვადასხვა კლასის­ ელექტრომობილის წარმოება. შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ მათი მახასიათებლები?

- ჩვენი ელექტრომობილები ადაპტირებული იქნება ადგილობრივ პირობებზე­ და ქართულ გზებზე შედარებით მსუბუქად გაივლის. დასაწყისისთვის გამოვუშვებთ EADO-ს სედანს და ჰეჩბექს, რომელთა­ გამავლობა ერთ სრულ დამუხტვაზე 450 კილომეტრია, თუმცა ტექნოლოგიური დახვეწის შედეგად მონაცემები ყოველწლიურად გაიზრდება. გარკვეული დროის შემდეგ დავამატებთ შედარებით მცირე, A-კლასის მოდელს, რომლის გამავლობა 250 კილომეტრია. ასევე, BENNI-ს ახალ მოდელს გაორმაგებული ძრავითა და გაძლ­იერებული ბატარეით. ვაპირებთ ჯიპების წარმოებასაც CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep), რომლებიც ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ!

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 28 ოქტომბრის ნომერში
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
article image
როგორი ავტომობილია მეორადი Tesla Model S?
2019-06-25 20:00:00
მეორად ავტომობილებს შორის Tesla Model S ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელია. მაინც როგორი მანქანაა ”ტესლა” წლების შემდეგ?
სრულად
article image
Cat Image
ღირს თუ არა მეორადი BMW X3-ის შეძენა
2019-06-25 20:00:00
ყველა მეორადი SUV როდია ისეთი გამძლე, როგორც გამოიყურება. მეორე თაობის BMW X3-ს ასაკი თითქმის ვერაფერს აკლებს.
სრულად
article image
Cat Image
Jeep Gladiator - მისი არენა მთელი მსოფლიოა!
2019-06-09 07:23:11
ჯიპ გლადიატორი ორკაბინიანი ყველგანმავალ-პიკაპ-კაბრიოლეტია. ასეთი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნების მომგვრელია
სრულად
ცნობილების აგარაკები: დუტა სხირტლაძე, ნინი ბადურაშვილი, ლაკო ბუკია - სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი სელებრითები
უძრავი ქონება
უძრავი ქონება
89000
იყიდება სასაწყობე/საწარმოო ფართი ავჭალაში
40
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა საბურთალოზე
20
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი ბინა დიდუბეში
"გენტის" მწვრთნელი ქვილითაიას კონკურენტზე: საშინელი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა... [VIDEO]
323 გოლი 741 მატჩში - რაულმა 25 წლის წინ "რეალში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
"ბორჯღალოსნებს" აღარად აგდებენ? - რუსებმა მიზნად რაგბი ევროპის მოგება დაისახეს
სხვა სიახლეები
ტაქსის მძღოლები ჯარიმისგან გათავისუფლდებიან - ვის შეეხება "ჰუმანური აქტი"
29.10.2019
მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან.
სრულად
„უკონტროლო“ ბიზნესი, ანუ რა ხდება ტაქსების ბაზარზე
27.10.2019
რეფორმის მიუხედავად, ტაქსების ბაზარზე არსებული ვითარება კვლავ გაურკვეველია.
სრულად
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდა
25.10.2019
ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა.
სრულად
ყველაზე კითხვადი
2020 წელს სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 175 კმ-ზე იწარმოებს
2020 წელს სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 175 კმ-ზე იწარმოებს
A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან
A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან
როდის გაიხსნება სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი
როდის გაიხსნება სამტრედია-გრიგოლეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
თბილისში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს
თბილისში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს
რა ეტაპზეა რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა
რა ეტაპზეა რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა
"რეზონანსი" - ეკონომიკის მინისტრმა "ტავ ჯორჯიას" წამზომი ჩაურთო
"გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­ვის­ყი­დო უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, 22 სას­ტუმ­რო, 9 აბა­ნო და მო­ვახ­დი­ნო მათი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია"
კვირაში 6 დღეზე მეტხანს მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს
რედაქტორის რჩევით
"რანდერსის" დირექტორი: საბა ლობჟანიძის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ "ბრონდბიუ" იჩენს
ბეისბოლის მატჩისას მოდელებმა მკერდი მოიშიშვლეს, MLB-მ კი მათ თამაშებზე დასწრება აუკრძალა [VIDEO]
NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტმა", როგორც იქნა, მოიგო, გოგა ბითაძე არ ათამაშეს [VIDEO]
ლონდონის ველები
ეარ ამერიკა
ფორსაჟი წარმოგიდგენთ: ჰობსი და შოუ